მთავარი»Slider»ზურაბ ბიგვავა: ბატონო მამუკა, როცა თქვენ მე გამაკოტრეთ მაშინ არ ვიყავით ქართველები და ადამიანები?

ზურაბ ბიგვავა: ბატონო მამუკა, როცა თქვენ მე გამაკოტრეთ მაშინ არ ვიყავით ქართველები და ადამიანები?

3
გაზიარებები
Pinterest Google+

არ მინდოდა ამ ციებ-ცხელების დროს რამის დაწერა, მაგრამ ვერ ვიტან ორმაგ სტანდარტებს.

მამუკა ხაზარაძე:

„მე ყველას პატივს გცემთ. არ ვარ აქ იმისთვის მოსული, რომ ოპოზიციის ან პოზიციის გული მოვიგო. აქ ვარ მოსული ქართველებთან, ადამიანებთან, რომლებსაც გვინდა ხვალ ახალი ცხოვრება გვქონდეს და ერთად ვაკეთოთ საქმე. ამ მდგომარეობაში პირდაპირ გეუბნებით, მე მირჩევნია, რომ მოვიდნენ და მითხრან, ზედმეტი ხარ აქ, მაგრამ ამ ქვეყნიდან მე არ წავალ. პირდაპირ ვამბობ, არ წავალ არსად…”

ბატონო მამუკა, 1995 წელს, როცა თქვენ, მე ზურაბ ბიგვავა შპს “ნიკე”-ს დიროქტორი და დამფუძნებელი, თქვენი ბორჯომის წყლის მაქინაციებით გადამაგდეთ რამოდენიმე ათას დოლარში და გამაკოტრეთ მაშინ არ ვიყავით ქართველები და ადამიანები?, თუ ჩვენ არ გვინდოდა ახალი ცხოვრება? ჩვენ არ გვყავდა ცოლშვილი? ჩემი მეწილეები ხომ გაგრიდან ლტოლვილები იყვნენ, უსახლკაროდ დარჩენილები?

თქვენ აქ დარჩით მაშინ საქართველოში შევარდნაძის ნაჩუქარი და ქართველებისთვის (ვისაც ფული ქონდა ბორჯომის ქარხანაში ჩარიცხული) წართმეული 5 მილიონით. ჩვენ კი დავტოვეთ საქართველო პუტჩისტების, თქვენი, ახვლედიანების და შვარდნაძის წყევლით და დედის გინებით.

გული მტკივა, როცა ყველანი მამა აბრამის ბატკნები ხართ.

სამწუხაროდ, ამიტომ არ მჯერა თქვენი!!! 🙁

რაც შეეხება თიბისი ბანკს, ის ხელშეუხებელი უნდა იყოს და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი აუცილებლად უნდა აშენდეს. ვფიქრობ ქვეყნის ხელისუფლებას ესმის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს პროექტი საქართველოს ეკონომიკისთვის და უსაფრთხოებისთვის. ასევე ჩემი საყვარელი (სამეგრელოს) რეგიონისთვის.

for.ge

წინა პოსტი

"საქართველოს საკეთილდღეო-თ" თაკოსთან "ჩერეზ" "მიჰას" სიყვარულით

შემდეგი პოსტი

თურქეთიდან სამი გერმანელი ჟურნალისტის გააძევეს