საზოგადოება

ზოგადი უნარების გამოცდების შედეგები ცნობილია

 

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ზოგადი უნარების გამოცდების შედეგები გამოაქვეყნა. ქულის გასაგებად აბიტურიენტი სისტემაში უნდა შევიდეს. ამისთვის აპლიკანტმა შესაბამის ველში უნდა მიუთითოს პირადი და საიდენტიფიკაციო ნომრები. შედეგებთან ერთად განთავსებულია აბიტურიენტის ნაშრომის ასლი და მიღებული ქულა.

შედეგების გაგებას აბიტურიენტები მოკლე ტექსტური შეტყობინებითაცშეძლებენ. ამისათვის აპლიკანტმა მობილური ტელეფონიდან (მაგთი, ჯეოსელი) საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი უნდა გააგზავნოს ნომერზე 93333 (მომსახურების საფასური 0.50 ლარი ჩამოიჭრება ანგარიშიდან იმდენჯერ, რამდენჯერაც აბონენტი გააგზავნის შეტყობინებას).

ზოგადი უნარების გამოცდაში ზღვარი გადალახულად ითვლება, თუ აბიტურიენტმა მიიღო:

I ვარიანტი – 22 ქულა და მეტი;
II ვარიანტი – 24 ქულა და მეტი;
III ვარიანტი – 22 ქულა და მეტი;
IV ვარიანტი – 24 ქულა და მეტი.

ზოგადი უნარების გამოცდის მაქსიმალური შეფასება 80 ქულაა.

სააპელაციო განაცხადების მიღება დაიწყება ყველა გამოცდის შედეგის გამოქვეყნების შემდეგ. განაცხადები მიიღება ელექტრონულად ვებგვერდებზე: www.naec.ge; online.naec.ge

მეტი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close