საზოგადოება

„ზარდიაშვილს თურმე შეუძლია მე – რიგით ადამიანს, ჟურნალისტს და ემიგრანტს დამემუქროს“

ქართველი ემიგრანტი, ჟურნალისტი რუსუდან წერეთელი  პარლამენტში დღეს მომხდარ ინცინდენტს ეხმიანება და სოციალურ ქსელის საშუალებით ვანო ზარდიაშვილს მიმართავს:

კაცს, როცა ქალი უთავაზებს, რაც არ უნდა ამორალი და უზნეო ქალი იყოს, იმ კაცის ღირსება და კაცობა ჩემთვის იქ მთავრდება!!! ზარდიაშვილს თურმე შეუძლია მე – რიგით ადამიანს, ჟურნალისტს და ემიგრანტს დამემუქროს და “რაზბორკები” მომიწყოს ძველი ბიჭივით, როცა მისი ნაციონალი დედიკო ვახსენე და სხვა თუ მას შემოულაწუნებს თურმე არა ხოოო?!ჰოდა, ზარდიკ, ბესელიამ ერთ ლოყაში თუ შემოგკრა, მეორეში მეც დიდი სიამოვნებით გითავაზებდი ჩემზე განხორციელებული მუქარისთვის და ფსიქოლოგიური ტერორისთვის!!!! და ვისაც “ოცნებიდან” ეს ჩემი სტატუსი არ მოგეწონებათ ბესელიას მიერ ნაცემი და ატირებული ზარდიკას ცრემლებით გაჯერებული ცივი წყალი მაგრად დალიეთ!!!!! – წერს რუსუდან წერეთელი.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close