მთავარი»Slider»„ვის სჭირდება მინისტრად ადამიანი, რომელსაც არავინ იცნობს?“ – ვინ შეცვლის მიხეილ ბატიაშვილს?

„ვის სჭირდება მინისტრად ადამიანი, რომელსაც არავინ იცნობს?“ – ვინ შეცვლის მიხეილ ბატიაშვილს?

19
გაზიარებები
Pinterest Google+

 

 „პროგრესნიუსს“ განათლების ექსპერტი მანანა ნიკოლაიშვილი ესაუბრა:

– აპრილის შუა რიცხვებში აუდიტის სამსახურმა საქართველოს მასშტაბით არსებულ სკოლებიდან აკრძალული ნივთების ამოღების სტატისტიკა გაასაჯაროვა. გავრცელებული ინფორმაციით, 17 სექტემბრიდან 2019 წლის აპრილამდე პერიოდში საქართველოს სხვადასხვა სკოლიდან ამოიღეს 1 ცეცხლსასროლი იარაღი, 56 დანა, 13 ბასრი საგანი, ასაფეთქებელი ან მომწამვლელი ნივთიერებები, ელექტროშოკი, ნარკოტიკის მოხმარებისთვის საჭირო ნივთები, დაფიქსირდა 20 ნარკოტიკის სავარაუდო შეტანის ფაქტი და ა.შ. სამწუხაროდ, ვერ გავიზიარებ ოპტიმიზმს იმასთან დაკავშირებით, რომ სკოლებიდან აკრძალული ნივთების ამოღება მხოლოდ მანდატურების წარმატებულ და ეფექტიან მუშაობას უკავშირდება. ეს სტატისტიკა მოწმობს, რომ სკოლებში კატასტროფულად მოშლილია შეგნებული დისციპლინა. რომ არაფერი ვთქვათ ვთქვათ ნარკოტიკულ ნივთიერებებზე, იარაღსა და აკრძალულ ნივთებზე, მანდატურების მიერ დაფიქსირებული გაკვეთილიდან გაპარვის ათასობით ფაქტიც კმარა. ყველაზე საგანგაშო ისაა, რომ სტატისტიკაში მოყვანილი ციფრები მხოლოდ იმ სკოლებს მოიცავს, სადაც მანდატურები არიან ანუ 2150 სკოლიდან მხოლოდ 458 სკოლას. წარმოიდგინეთ, ყველა სკოლაში რომ მანდატური იყოს, რა მონაცემები იქნებოდა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი სკოლა უსაფრთხო არ არის და საგაკვეთილო პროცესი პრაქტიკულად, ჩაშლილია.
_ ერთი წელიც არ გასულა, რაც მიხეილ ბატიაშვილი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრად დაინიშნა, ამიტომ სისტემაში არსებული ყველა პრობლემის მისთვის გადაბრალება უსამართლობა იქნებოდა, თუმცა, დიდი ხანია საუბრობენ, რომ ბახტაძე მის შემცვლელს ეძებს..
_ დიახ, ცნობილია, რომ  მინისტრის კანდიდატურის შერჩევა და კონსულტაციები მიმდინარეობს, მაგრამ ჯერჯერობით გადაწყვეტილება მიღებული არაა.
_ ზოგი ვერსიით, მინისტრობის სავარაუდო კანდიდატებად სოხუმის უნივერსიტეტის რექტორი მიხეილ ხონელიძე და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის დეპარტამენტის უფროსი სესილი გოგიბერიძე განიხილებიან.
_ არა მარტო, თუმცა სხვა კანდიდატურები იმდენად უცნობი ადამიანები არიან, რომ ვერც დაგისახელებთ. საინტერესოა, ვის სჭირდება მინისტრად ისეთი პერსონა, რომელსაც პროფესიულ წრეებშიც კი არ იცნობენ? თუ მინისტრის შეცვლა აუცილებელია, საგულდაგულოდ უნდა შეირჩეს ძალიან ძლიერი კანდიდატურა, რომელიც სისტემას კრიზისული მდგომარეობიდან გამოიყვანს. დასახელდეს რამდენიმე სოლიდური კანდიდატურა და არა კლანებისა და ინტერესთა ჯგუფების მიერ შერჩეული, შემთხვევითი პირები. თუ ასეთი კანდიდატურები არ ჰყავთ, სჯობს არ იჩქარონ და ყველაფერი ისე დატოვონ, როგორც არის.
_ ცნობადობა აუცილებელია, რომ კანდიდატი წარმატებული მინისტრი გახდეს?
_ აუცილებელია, რომ განათლების მინისტრი ღვაწლმოსილი და ამაგდარი ადამიანი იყოს, რომელსაც სისტემაში რაღაც გაუკეთებია და სულ არაა სავალდებულო, რომ პროფესორი იყოს. თამარ ლაშქარაშვილს სამეცნიერო ხარისხი არ ჰქონდა, პრაქტიკოსი, სკოლის დირექტორი გახლდათ, მაგრამ უძლიერესი განათლების მინისტრი იყო. შენ თუ მათემატიკაში, ფიზიკაში ან ქიმიაში ძლიერი სპეციალისტი ხარ, განათლების მინისტრად მუშაობისას ეს ნაკლებად გამოგადგება. მთავარია, სისტემა იცოდე, განათლების თეორია და პრაქტიკა გესმოდეს. განათლების ხუთი საფეხურიდან ხუთივე თუ არა, სკოლის საფეხური მაინც ზედმიწევნით იცოდე, ჩვენ კი  გამუდმებით გვინიშნავენ მინისტრებს, რომლებმაც საერთოდ არაფერი ან მხოლოდ უმაღლესი საფეხური იციან. მერწმუნეთ, მთელი საზოგადოება, მასწავლებლები, მშობლები და ბავშვები ელიან, რომ პარლამენტის, სამინისტროს და რეფორმატორთა ეს შემადგენლობა აღარ იქნება, ყველაფერი შეიცვლება და გამოცდები აუცილებლად აღდგება. გამოცდების გაუქმების შემდეგ სკოლამ არსი დაკარგა. ბატიაშვილს იმაში ვეთანხმები, რომ კატის გამოცდები თავისი მინიმალური ზღვარით არაფრის მომცემი იყო და უხარისხოდ ტარდებოდა, მაგრამ გამოცდის ფორმატი უნდა შეცვლილიყო და არა მოხსნილიყო. მოსახსნელი ერთიანი ეროვნული გამოცდებია და არა სასკოლო, ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში, თუმცა ეს სხვა ინტერვიუს და სხვა საუბრის თემაა..

„პროგრესნიუსი“

 

წინა პოსტი

„გვარამია ყოველდღე, უშვერი სიტყვებით აგინებს ბიძინას და ოცნებაში ერთი კაცი არ აღმოჩნდა,რომელიც დაიცავდა“

შემდეგი პოსტი

ქალების ჩხუბი - გორში შუახნის ქალი ეჭვიანობის გამო ცემეს