ეკონომიკა

ვის ეკუთვნის 5 ყველაზე მომგებიანი ბანკი საქართველოში?

ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკების 2019 წლის მე-4 კვარტლის ფინანსური მაჩვენებლები გამოაქვეყნა.

საანგარიშო პერიოდში 8 ყველაზე მომგებიანი ბანკის წმინდა მოგებამ ჯამში 927 732 539 ლარი შეადგინა. მთლიანად საბანკო სექტორის მოგება კი 961 714 845 ლარი იყო.

ანგარიშგებების მიხედვით, 2019 წლის 4 კვარტალში ყველაზე მეტი მოგება „თიბისი ბანკმა“ მიიღო, რომლის წმინდა მოგებამაც საანგარიშო პერიოდში – 392 114 132 ლარი; დარეზერვებამდე წმინდა მოგებამ – 596 428 969 ლარი; მის მიერ გადახდილმა მოგების გადასახადმა კი – 34 375 366 ლარი შეადგინა.

მას მოსდევს „საქართველოს ბანკი“, რომელსაც 4 კვარტლის მონაცემებით, 390 435 262 ლარის ოდენობის წმინდა მოგება ჰქონდა. დარეზერვებამდე წმინდა მოგებამ 576 018 626 ლარი შეადგინა. ხოლო მოგების გადასახადის სახით, როგორც ანგარიშგებიდან ირკვევა, ბანკმა – 46 215 608 ლარი გადაიხადა.

წმინდა მოგების თვალსაზრისით აღნიშნულ ორ ბანკს მნიშვნელოვნად ჩამორჩება „კრედო ბანკი“, რომელიც მომგებიანი ბანკების რეიტინგში მე-3 ადგილს იკავებს. მისმა წმინდა მოგებამ საანგარიშო პერიოდში 27 699 088 ლარი შეადგინა. ხოლო მე-4 და მე-5 პოზიციებს რეიტინგში „ლიბერთი ბანკი“ და „ბაზისბანკი“ იკავებენ. მათმა წმინდა მოგებამ გასულ წელს, შესაბამისად, 26 832 117 და 24 830 002 ლარი შეადგინა.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ ამ 5 ყველაზე მომგებიანი ბანკის მფლობელებს, 2019 წლის მე-4 კვარტლის ანგარიშგებების მონაცემებზე დაყრდნობით:

„თიბისი ბანკი“

ბანკის ბენეფიციარების ჩამონათვალი, რომლებიც პირდაპირ და არაპირდაპირ ფლობენ აქციების 5%-ს ან მეტს წილების მითითებით: (2019 წლის ბოლოს)

  • მამუკა ხაზარაძე 10.25%
  • ბადრი ჯაფარიძე – 5.99%;
  • European Bank for Reconstruction and Development – 8.03%;
  • Schroder Investment Management – 6.47%;
  • JPMorgan Asset Management – 6.21%;
  • Dunross & Co. – 6.61%.

ბანკის ბენეფიციარების ჩამონათვალი, რომლებიც პირდაპირ და არაპირდაპირ ფლობენ აქციების 5%-ს ან მეტს წილების მითითებით: (2012 წლის იანვარი)

  • მამუკა ხაზარაძე – 9.14%;
  • ბადრი ჯაფარიძე – 6.34%;
  • European Bank for Reconstruction and Development – 8.04%;
  • Schroder Investment Management – 6.70%;
  • JPMorgan Asset Management – 6.22%;
  • Dunross & Co. – 5.91%.

„საქართველოს ბანკი“

საწესდებო კაპიტალის 1% და მეტი წილის მფლობელი აქციონერების ჩამონათვალი წილების მითითებით:

  • Bank of Georgia Group Plc – 19.77%
  • JSC BGEO Group – 79.75%.
  • ბანკის ჰოლდინგური კომპანიის, Bank of Georgia Group PLC ბენეფიციარების ჩამონათვალი, რომლებიც პირდაპირ და არაპირდაპირ ფლობენ აქციების 5%–ს ან მეტს წილების მითითებით :
  • Georgia Capital JSC – 19.90%

„კრედო ბანკი“

ბანკის ბენეფიციარების ჩამონათვალი, რომლებიც პირდაპირ და არაპირდაპირ ფლობენ აქციების 5%–ს ან მეტს წილების მითითებით:

  • CDC Group PLC (UK) – 7.34%;
  • European Investment Bank (Luxembourg) – 7.34%;
  • International Finance Corporation (USA) – 7.34%;
  • Kreditanstalt für Wiederaufbau (Germany) – 7.89%;
  • LFS Advisory GmbH (Germany) – 14.76%;
  • Dr. Bernd Zattler (Germany) – 8.86%;
  • Omidyar Tufts Microfinance Fund (USA) – 6.96%.

„ლიბერთი ბანკი“

ბანკის ბენეფიციარების ჩამონათვალი, რომლებიც პირდაპირ და არაპირდაპირ ფლობენ აქციების 5%–ს ან მეტს წილების მითითებით:

  • ირაკლი ოთარ რუხაძე – 30.40%;
  • ბენჯამინ ალბერტ მარსონი – 30.39%;
  • იგორ ალექსეევი – 30.39%.

„ბაზისბანკი“

ბანკის ბენეფიციარების ჩამონათვალი, რომლებიც პირდაპირ და არაპირდაპირ ფლობენ აქციების 5%–ს ან მეტს წილების მითითებით:

მი ენხვა – 91.56%;
მი ზაიქი – 6.92%.

„ბიზნესპრესნიუსი“

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close