მსოფლიო

ვირუსის გამო, პეკინში საფრთხის უმაღლესი დონე გამოაცხადეს

ახალი ტიპის კორონავირუსის გამო, პეკინში ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხის უმაღლესი დონე გამოაცხადეს. შესაბამისი გადაწყვეტილება პეკინის ჯანდაცვის კომიტეტმა მიიღო.

აღნიშნული ზომა ვირუსის შესაძლო გავრცელების შემთხვევების დროს, 14 დღის განმავლობაში, კარანტინის მკაცრი რეჟიმის შემოღებას, სატრანსპორტო კვანძებისა და ინფრასტრუქტურის სანიტარული ინსპექციის გაძლიერებას, მასობრივი ღონისძიებების გაუქმებას ითვალისწინებს.

როგორც კომიტეტში განმარტეს, ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ქალაქში საგანგებო ზომებს მიიღებენ.

ადგილობრივი მთავრობის გადაწყვეტილებით, კულტურული დაწესებულებები დახურულია, ასევე გაუქმდა საჯარო ღონისძიებები.

ამჟამად, პეკინში ახალი ტიპის კორონავირუსით გამოწვეული ფილტვების ანთების დიაგნოზი 29 ადამიანს დაუსვეს. ერთ-ერთი პაციენტი მძიმე მდგომაროებაშია.

ადამიანების ჯანმრთელობისთვის საფრთხის უმაღლესი დონე ასევე გამოცხადებულია ხუბეის პროვინციაში და შანხაიშიც.

ჩინეთში გავრცელებული ახალი კორონავირუსით 25 ადამიანია დაღუპული.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close