საზოგადოება

“ვერ ვიცანი ის ბიჭი, წლების განმავლობაში ურბნისის საკათედრო ტაძარში მოკრძალებულად რომ იდგა წირვა-ლოცვაზე”

“მეორე დღეა ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, ნიკოლოზ ალავიძის კომენტარზე ლართან დაკავშირებით სრულიად ვირტუალური და არავირტუალური სივრცე ლაპარაკობს_ ლანძღავენ, აგინებენ, მგონი, წყევლიან კიდეც! თავდაპირველად,მისი კომენტარი_”ლარი თინეიჯერივით იქცევაო” მეც არ მეამა, რაღა დაგიმალოთ და ხუმრობითვე დავაკომენტარე, მიუხედავად იმისა, რომ სახეზე ვერ ვიცანი ის ბიჭი, წლების განმავლობაში ურბნისის საკათედრო ტაძარში მოკრძალებულად რომ იდგა წირვა-ლოცვაზე, სიყვარულით სავსე, ნათელი თვალებით, ალალი მზერით… მერე, ერთ-ერთმა დედაომ შემახსენა..ჯერ შემრცხვა, როგორ ვერ ვიცანი-მეთქი, მერე კი,მის ფოტოს რომ დავაკვირდი, მივხვდი, იმდენად გაჭაღარავებულა, არაა გასაკვირი, რომ ვერ ვიცანი – დიდი ხანია, გამოსულა ”თინეიჯერობის” ასაკიდან… მაგრამ ისევ შერჩენია ის ნათელი სხივი თვალებში, ოდესღაც, ტაძრის კედლებში რომ არაერთგზის მინახავს…
..დღეს ნიკოლოზის შესახებ, განსაკუთრებით ”ნაციონალური”მედია იმდენ სიბინძურეს წერს, იმდენი ტალახი ესროლეს, გული მომიკვდა! იქ ქონებრივი დეკლარაციები ააფრიალეს,თუმცა, მინდა, აქვე აღვნიშნო _ მის ოჯახს არასოდეს უჭირდა, არასოდეს მოუპარავს სახელმწიფოს ფული და არც პაპა-ბაბოების ფულებით დაუმთავრებია ერთი, ორი, სამი თუ ….. უმაღლესი სასწავლებელი! უნიჭიერესი ბიჭია და ძალიან მშრომელი_ საკუთარ თავზე სულ მუშაობს და საოცრად თავმდაბალია!
…ვიცი, ამ პოსტს თუ ვინმე გადაუგზავნის და წაიკითხავს (მე არ მყავს მეგობრებში) აუცილებლად თავს დახრის და გაწითლდება მორიდებისგან,მაგრამ მაინც ვიტყვი _ იმდენად მოწყალეა, იმდენი სიკეთე აქვს გაკეთებული, იმდენ მონასტერშია მისი ღვაწლი და ამაგი, მისი თბილი და გულწრფელი ლოცვა… იმდენი ჩუმი, უტყვი სიკეთე აქვს გაკეთებული სრულიად უცნობი ადამიანებისთვის, რომ ზუსტად ვიცი, ეს მადლი და სიკეთე ყოველთვის უშველის და გზას გაუნათებს! ”მონასტრებს ბევრი შეეწევაო”-მავანი იტყვის..მართალიც იქნებით, ბატონებო! მაგრამ აქ არის ერთი ”მაგრამ”_ როცა ყოველი წირვის შემდეგ,მონასტრებს ჩამოუვლიდა და ყველასთვის გაიღებდა დიდს თუ მცირედს, მერე მონასტრების წინამღძვრებს გაიხმობდა გვერდით და ჩუმად ეკითხებოდა_ ჩემზე უკეთ იცით, თქვენს მრევლში ვინაა მშიერი, მწყურვალი, დამაშვრალი, სნეული… უსახლკარო და იმათთვის ცალკე გიტოვებთო ამას _ კონვერტით გაუწოდებდა თანხას…და რამდენი ასეთი გაჭირვებული,განსაცდელში ჩავარდნილი წამოუყენებია ფეხზე მის გულით გაღებულ წყალობას!
… მითხრეს, ძალიან განიცდის მისი სიტყვების გამო,ადამიანებს გული რომ ეტკინათო..ზუსტად ვიცი, რომ გულით განიცდის… ხოდა, ამიტომ მინდა,მას ვუთხრა _ კარგი კაცი ხარ შენ, ნიკოლოზ! აი,ამ განცდისთვის, ადამიანობისთვის, უამრავის ჩუმი სიკეთისთვის… და ვიცი, ძალიან გტკივა..თუმცა, არა უშავს! ”ესეცა წარვალს”…არა უშავს., რადგან ძალა ხომ ყოველთვის ტკივილშია!
P.S.ხო, ახლა კი იმათ ვეტყვი ორ სიტყვას, ნიკოლოზ ალავიძის ქონებას ვინც ითვლის _ ნიკოლოზი მინისტრის მოადგილეობამდეც არ იყო მშიერი და არ ეცვა ცალი კალოში! იმათი ქონება და ცხოვრება მოიკითხეთ და აღრიცხეთ, ხელისუფლებაში ცალ-ცალი კალოშით და სხვისი კოსტუმით რომ მოვიდნენ და მერე ,ჩვენი ჯიბიდან რომ უხადეს ცოლებს და შვილებს, სიდედრებს და სიმამრებს ”ერთი ადგილის შესარემონტებელი” თანხები ევროპის ძვირადღირებულ კლინიკებში! ვინც გაგანია ომის დროს საკუთარი შთამომავლობისთვის ობშერებში ფულს რიცხავდა და ოკუპანტ სახელმწიფოში გარბოდა”ბიზნესების დასალაგებლად”!
თქვენ ამ თანამდებობების იქით ცარიელი წერტილები ხართ, ნიკოლოზი კი მანამდეც შემდგარი ადამიანი იყო და ამის მერეც ასე იქნება!
P.S.p.s. არავინ შემომივარდეს აქ ლანძღვა-გინებით და უცენზურო სიტყვებით! არც პოლემიკის გამართვას ვაპირებ! ესაა ჩემი პირადი მოსაზრება და ვწერ ჩემს საკუთარ კედელზე! წერტილი!” – წერს ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურის პრეს-სამსახურის უფროსი შორენა სიხარულიძე.

შეგახსენებთ გავრცელებულ ინფორმაციას:

„ლარი არის თავისუფალი, ასე ვთქვათ, თინეიჯერი, რომელსაც თვითონ არეგულირებს ბაზარი, დამოუკიდებლად“, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ ალავიძემ გამოცემა BM.GE-სთან ინტერვიუში განაცხადა.

ნიკოლოზ ალავიძის განმარტებით, ლარზე სხვადასხვა ფაქტორი მოქმედებს: „იყო, რა თქმა უნდა, მძიმე პოლიტიკური განცხადებები, იყო სამეზობლოში განვითარებული მოვლენები, როცა ჩვენი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები, ეს არის თურქეთი, რუსეთი და ორივე ქვეყანაში მიმდინარეობს გარკვეული ეკონომიკური პროცესები. რა თქმა უნდა, ეს აისახება ლარზე. მაკროეკონომიკური პარამეტრების კუთხით საკმაოდ ჯანსაღი მდგომარეობაა. ჩვენი საგადამხდელო ბალანსი დადებითად უმჯობესდება. დარწმუნებული ვარ ეს პანიკური უკუკავშირები თავის ჩარჩოში ჩადგება“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ. მისივე თქმით, რეალური მაკროეკონომიკური პარამეტრების ანალიზი არ იძლევა „განგაშის ზარების შემორტყმის“ აუცილებლობას. „პროცესი მიმდინარეობს და რაც უფრო ნაკლები იქნება ჩემნაირი ექსპერტული შეფასებები ამ საკითხზე, უკეთესი იქნება“, – აღნიშნა ალავიძემ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close