პოლიტიკა

“ვემზადებით რთული სცენარებისთვის, მაგრამ ვართ მოტივირებული”

ვემზადებით რთული სცენარებისთვის, მაგრამ ვართ მოტივირებული და იმედიანი, რომ ამ ვირუსს დავამარცხებთ – განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა მარნეულის შესასვლელთან.
სესიაშვილმა ხუთი სამხედროს ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც ისაუბრა და ვარაუდი გამოთქვა, რომ მათ კორონავირუსი არ დაუდასტურდებათ.
„უნდა დაველდოოთ თავდაცვის სმაინისტროს ოფიციალურ განცხადებას. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი.
შემიძლია გითხრათ, რომ მათ შესაბამისი ტესტები გაიარეს. დიდი ალბათობით, მათ არ დაუდასტურდებათ კორონავირუსი და თავისთავად ცხადია, ამ პირობებში შესაძლებელია, ადამიანები უბრალოდ გაცივდნენ, მაგრამ თავდაცვის სამინისტრომ ყველა შესაბამისი პროტოკოკოლური წესით მოახდინა ყველა იმ ნორმის დაცვა, ისინი არიან მაქსიმალურად იზოლირებული.
ეძლევათ შესაბამისი კვალიფიციური სამედიცინო მომსახურება და უახლოეს ხანებში ოფიციალურად იქნება ცნობილი. ორი მათგანი, როგორც ჩემთვის ცნობილია, აქ იყო, თუმცა კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, დაგაიმედოთ, რომ სავარაუდდო მათ არ დაუდასტურდებათ“ – განაცხადა სესიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ვაზიანის სამხედრო ბაზიდან მაღალი ტემპერატურით ხუთი სამხედრო მოსამსახურე გადაიყვანეს. პირველადი შეფასებით, სამხედროები გაცივდნენ და ფაქტი ახალ კორონავირუსს არ უკავშირდება, თუმცა ზუსტი დიაგნოზი ხვალ გახდება ცნობილი.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close