მთავარი»საზოგადოება»ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი “ოცნების“ დეპუტატს სასამართლოში უჩივის

ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი “ოცნების“ დეპუტატს სასამართლოში უჩივის

8
გაზიარებები
Pinterest Google+

უკანონოდ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი თბილისის საკრებულოს წევრს, ერეკლე კუხიანიძეს სასამართლოში უჩივლებს.

“მე არ განვიხილავ ჩვენს დონეზე მაგ ადამიანს. მის გამონათქვამებზე არანაირ კომენტარს არ გავაკეთებ. მთავარია ვაჟა გათავისუფლდეს და მერე მისი გადასაწყვეტი იქნება, შეიძლება მიუტევოს კიდევ, შეიძლება პასუხი მოთხოვოს სასამართლოში,” – განაცხადა ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლემ თამილა ლაფანაშვილმა.

რაც შეეხება, თავად ოცნების დეპუტატს, რომლის ფეისბუქსტატუსსაც ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხზე კრიტიკა მოჰყვა, ახალ განცხადებას ავრცელებს. ერეკლე კუხიანიძე პირველ სტატუსში ბრალდებებს ვაჟა გაფრინდაშვილს უყენებს, მეორეში კი იმ მოქალაქეებს აკრიტიკებს, რომელთა გამოხმაურებაც არ მოეწონა.

“დავრწმუნდი, თუ რა ღრმა ფსიქიკური აშლილობა სჭირს ჩვენი მოსახლეობის ნაწილს… ჩვენ სრულიად უაზროდ დავუპირისპირდით რუსებს და შევუქმენით მათ განცდა, რომ სსრკ ჩვენი ქმედებების შედეგად დაიშალა. საინტერესოა, რომ ჩვენი პარტნიორები განუწყვეტლივ მოგვიწოდებენ რუსეთთან დავალაგოთ ურთიერთობა. მთავრობა ყველანაირად ცდილობს შეასრულოს ჩვენი მეგობრების რჩევა. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც არ ითვალისწინებს შექმნილ რეალობას, ცდილობს იგნორირება გაუკეთოს პარტნიორების რჩევებს, მიმაჩნია პროვოკატორად და ქვეყნის მტრად,” – წერს “ქართული ოცნების” საკრებულოს დეპუტატი.

2020news.ge

წინა პოსტი

ამ წუთებში ხელისუფლების და ოპოზიციის შეხვედრა მიმდინარეობს

შემდეგი პოსტი

„მეტირება“ - გაუგონარი ვანდალიზმი და ქურდობა ნინო ბარათაშვილის სახლში