მთავარი»საზოგადოება»“ვამაყობ, ჩემი ქვეყნის მთავრობამ შეძლო ის, რაც ბევრად ძლიერ სახელმწიფოებს გუჭირდა”

“ვამაყობ, ჩემი ქვეყნის მთავრობამ შეძლო ის, რაც ბევრად ძლიერ სახელმწიფოებს გუჭირდა”

5
გაზიარებები
Pinterest Google+

“პარიზიდან თელავამდე …..
ემოციებით დატვირთული სამი კვირა..
სიყვარულის ქალაქიდან სოფელ იყალთოში, ზღაპრულ გარემოში,  მაგრამ ჩაკეტილ სივრცეში ანუ კარანტინში…..
ჩვენი მასპინძელია სასტუმრო სავანეთი და სასტუმოს თანამშრომელი სანდრო – ყურადღებიანი და კახური იუმორით , რომელიც ყოველ დილით ამბებს გვიყვება დ გვართობს, საუკეთესო დაცვის ბიჭები, რომლებიც ფანჯრიდან მომზირალ მაცხოვრებლებს ისე არ ჩაუვლიან , რომ არ მოიკითხონ და გაესაუბრონ, განსაკუთრებულ თანაგრძნობას გამოხატავენ 4წლის ნიკოლოზის და 10 წლის ლიზის მიმართ და მათთვის თოვლის გუნდებითაც ჟონგლიორობდნენ….
მოკლედ, ყურადღება არ გვკლია, ამას ემტება სასტუმროს მომსახურების ევროპული სტანდარტი და მეტი რა გინდა, რომ არა კარანტინი , ბევრი ჩვენგანი ალბათ ასეთ სერვის ვერც ინატრებდა…
ვერც კი წარმოვიდგენდი , რომ ამდენი ადამიანისთვის და ხელისუფლებისთვის მომიწევდა მადლობის გადახდა, ვამაყობ რომ ჩემი ქვეყნის მთავრობამ შეძლო ის, რაც ბევრად ძლიერ სახელმწიფოებს გუჭირდათ. მადლობა ეკა ტიკარაძეს ყურადღებისთვის, ჩემს ენძელა მაჭავარიანს, რომელმაც ბავშვებს ზღაპრის ვიდეო ვერსია გამოუგზვნა და რომელსაც ენძელა კითხულობდა,  მადლობა ჩემს მეგობარებს ,ნაცნობებს, კოლეგებს დ ა ოჯახის წევრებს ყურდღებისთვის ….
ხვალ კარანტინის ბოლო დღეა და სკუთარ ოჯახებს დაუბრუნდებით” – წერს ფეისბუქზე ირინა ფუტკარაძე.

წინა პოსტი

ესპანეთის ვიცე-პრემიერს კორონავირუსი დაუდგინდა

შემდეგი პოსტი

„პირველი არხი - განათლება“ უკვე ეთერშია