მთავარი»მსოფლიო»“ვალები სტრესს იწვევს” – ამსტერდამის მთავრობა ახალგაზრდების სესხებს შეისყიდის

“ვალები სტრესს იწვევს” – ამსტერდამის მთავრობა ახალგაზრდების სესხებს შეისყიდის

33
გაზიარებები
Pinterest Google+

ამსტერდამის მთავრობამ გადაწყვიტა, ახალგაზრდების ვალები შეისყიდოს და ისინი სესხებისგან გაათავისუფლოს.

როგორც Guardian -ი წერს, ნიდერლანდელი ახალაგზრდები სულ უფრო და უფრო მეტ სესხს იღებენ და ეს ევროპაში ერთგვარი ტრენდი გახდა, მათ შორის დიდ ბრიტანეთში. მიზეზი ხშირ შემთხვევაში, ძვირადღირებულები საგანმანათლებლო კურსების დამთავრებაა.

პროექტის თანახმად, მუნიციპალური საკრედიტო ბანკი კრედიტორებთან ვალების შესყიდვაზე მოლაპარაკებებს დაიწყებს.

ახალგაზრდებს ვალების დიდი ნაწილი ჩამოეწერებათ, თუ ისინი ტრეინინგებში ან განათლების პროგრამებში წარმატებულები იქნებიან.

“ვალები იწვევს ძალიან დიდ სტრესს. ამ შემთხვევაში კი, ახალგაზრდებისთვის, სესხი ხშირად მათ მომავალს განსაზღვრავს”, – ამბობს ამსტერდამის მერის მოადგილე.

აღნიშნული პროექტი თებერვალში დაიწყება. თითოეულ პიროვნებას, ვინც ამ სქემაში იქნება ჩართული.ქოუჩს მიამაგრებენ, რომელთან ერთადაც ისინი სახელმძღვანელო გეგმას მოამზადებენ.

ამსტერდამელების მესამედზე მეტს 18-დან 34 წლამდე, სესხი აქვს აღებული. ბოლო 4 წელიწადში, საშუალოდ , სტუდენტის სესხი 12 400-დამ 13, 700 ევრომდე გაიზარდა.

პროექტის ინიციატორები დარწმუნებულები არიან, რომ იდეა წარმატებით განხოერციელდება.

fortuna.ge

წინა პოსტი

თბილისში 18 მეტრიანი ავტობუსი იმოძრავებს

შემდეგი პოსტი

19 იანვარს მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს