ეკონომიკა

უზარმაზარი მარაგი მალე ქვეყანაში შემოვა – ლარსზე სურსათით სავსე 1000-ზე მეტი მანქანა დგას

ლარსზე სურსათით დატვირთული 1000-ზე მეტი მანქანა დგას, ვინაიდან ზვავსაშიშროების გამო გზის გაწმენდითი სამუშაოების ჩატარება ვერ ხერხდება, – ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრი აცხადებს.

„ჩვენი სამინისტროს მხრიდან უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს სხვადასხვა მომწოდებელ რგოლთან კოორდინაცია, იმისთვის რომ ქვეყანაში სურსათის უზრუნველყოფის პრობლემა არ შეიქმნას. ჩვენ ძირითად სასურსათო პროდუქტებზე, ასევე ძირითადი პირველადი მოხმარების პროდუქტებზე სრულ მონიტორინგს ვახორციელებთ. ეს არის დაახლოებით, 22 იდენტიფიცირებული პროდუქტი. ჩვენი მოწოდების მიუხედავად, ხშირ შემთვევაში, ვხედავთ პანიკურ მოთხოვნას და ფაქტობრივად უკონტროლო შესყიდვებს ბევრ სუპერმარკეტში, თუ საცალო ობიექტში. დღის განმავლობაში ზოგიერთ ასაწონ ბურღულეულზე იყო გარკვეული შეფერხება, ეს არის ერთადერთი მიზეზის გამო გამოწვეული. ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ მარაგები ქვეყანაში კონტროლდება და მოვუხმეთ მოსახლეობას სიწყნარისკენ. ვიცით, რომ ეს შეკვეთები გზაში არის. კლიმატური პირობების გამო ფოთში შემოსული გემებიდან პროდუქტების ჩამოტვირთვა რთულდება, დასავლეთიდან აღმოსავლეთ საქართველოსთან დამაკავშირებელ მარშრუტებზე სირთულეებია, ლარსზე არის ძალიან დიდი რიგი, დაახლოებით, 1000-ზე მეტი სურსათით დატვირთული მანქანა დღეს დგას იქიდან გამომდინარე, რომ გაწმენდითი სამუშაოები ზოგიერთ მონაკვეთზე ზვავსაშიშროების გამო შეზღუდულია. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, რომ პანიკას არ ავყვეთ. სხვა შემთხვევაში, ერთადერთი რამ ხდება, მოკლევადიანად გარკვეული დღეების, ან საათების განმავლობაში კონკრეტულ პროდუქტებზე ფასების ზრდა ხდება, რაც ისევ მომხარებელს, მოსახლეობას აზარალებს. ეს ჩვენთვის ყოვლად მიუღებელი და წარმოუდგენელია“, – აღნიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close