საზოგადოება

უმაღლეს სასწავლებლებს სწავლების მეთოდის ასარჩევად ხუთდღიანი ვადა ეძლევათ

საგანგებო ვითარების გათვალისწინებით, საქართველოში მოქმედ უმაღლეს სასწავლებლებს სწავლების მეთოდის ასარჩევად 5-დღიანი ვადა ეძლევათ, – ამის შესახებ ქვეყნის მთავრობის 205-ე დადგენილებაშია აღნიშნული.

დოკუმენტის თანახმად, სასწავლებლებმა, სასწავლო პროცესის დისტანციური/ელექტრონული ფორმით ან კომუნიკაციის სხვა საშუალებების გამოყენებით განხორციელების შესახებ ინფორმაცია სსიპ „განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს“ წერილობითი ფორმით 6 აპრილამდე უნდა მიაწოდონ.

ამასთან, სასწავლებლები ვალდებულები არიან ლექტორის მიერ შერჩეული ფორმით საგანგებო მდგომარეობის გასვლის შემდეგ ხელმისაწვდომი გახადონ განათლების მიღება მათთვის, ვინც დისტანციური სწავლებით ვერ ისარგებლა.

დადგენილებაში ასევე აღნიშნულია, რომ საგანგებო რეჟიმის პირობების შესრულებაზე პასუხისმგებლობა უმაღლესი სასწავლებლების რექტორებს ეკისრებათ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close