მთავარი»მსოფლიო»უკრაინის ყოფილი შს მინისტრი მკვლელობის ბრალდებით დააკავეს

უკრაინის ყოფილი შს მინისტრი მკვლელობის ბრალდებით დააკავეს

4
გაზიარებები
Pinterest Google+

უკრაინის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ლეონიდ კოჟარა მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ყოფილ მაღალჩინოსანს ტელეკომპანია „ინტერის“ ყოფილი დირექტორის, სერგეი სტარიცკის განზრახ მკვლელობა ედება ბრალად.

„გამომძიებლებმა და პროკურორებმა შეამოწმეს ტელეკომპანია „ინტერის“ ყოფილი ხელმძღვანელის მკვლელობის გარემოება და მივიდნენ დასკვნამდე, რომ ის ვერ შეძლებდა საკუთარი თავისთვის სროლას“, – განაცხადა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ანტონ გერაშენკომ.

22 თებერვლის ღამეს ლეონიდ კოჟარას სახლში სტარიცკის ცხედარი იპოვეს, რომელსაც ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით ჰქონდა მიყენებული. იარაღი სახლის მეპატრონეს ეკუთვნის. კოჟარა და მისი მეუღლე ამტკიცებენ, რომ სერგეი სტარიცკიმ თავი მოიკლა.

1tv

წინა პოსტი

"ეროვნულმა ბანკმა 100 მილიონი დოლარი გაყიდა და შედაეგად დოლარი 40 %-ით გაძვირდა"

შემდეგი პოსტი

„ამ ეტაპზე გვყავს ორი კრიტიკული პაციენტი, ათი კი ინტენსიური მეთვალყურეობის ქვეშ“