მთავარი»საზოგადოება»„უარვყოფ ხმებს, რომ პრეზიდენტმა გაიყვანა თავისი ოჯახი!“ – ბიბილოვმა მოსახლეობას მიმართა

„უარვყოფ ხმებს, რომ პრეზიდენტმა გაიყვანა თავისი ოჯახი!“ – ბიბილოვმა მოსახლეობას მიმართა

9
გაზიარებები
Pinterest Google+

„სამხრეთ ოსეთის“ „პრეზიდენტმა“ ანატოლი ბიბილოვმა მოსახლეობას მოუწოდა არ აჰყვნენ ჭორებს და სიმშვიდე შეინარჩუნონ.

„პატივცემულო მეგობრებო, თანამოქალაქეებო! სოფელ უისტაში (წნელისი) შექმნილი მდგომარეობის გამო ბევრმა დაიწყო სიტუაციის დაძაბვა რესპუბლიკაში. მინდა ყველას განვუმარტო, რომ არანაირი სამხედრო დაპირისპირება, რაც ქართულ მხარეს უნდა, არ იქნება!

სოფელ უისტას მცხოვრებლები უკვე სრულ უსაფრთხოებაში არიან და სახელმწიფო ალანიას სასაზღვრო სამსახური იცავს! ასევე უარვყოფ ხმებს, რომ პრეზიდენტმა გაიყვანა თავისი ოჯახი! უფროსი შვილის გარდა ჩემი ოჯახი ადგილზეა, რომელიც სასწავლებლად დედის თანხლებით რუსეთში გაემგზავრა“, – დაწერა ბიბილოვმა ფეისბუქში.

მან თანამოქალაქეებს მოუწოდა, არ ენდონ ჭორებს, რადგან „მათ სიკეთე არასდროს მოაქვთ“.

ipn

წინა პოსტი

სოფელ წნელისში ოსური დროშა აღმართეს

შემდეგი პოსტი

ელენე ხოშტარია "ევროპული საქართველოდან" მიდის