მსოფლიო

Twitter-ის დამფუძნებელი თავის ფულს მთლიანად ქველმოქმედებას შესწირავს

 

სოციალური ქსელი Twitter-ის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ჯეკ დორსი გეგმავს, რომ მთელი თავისი ფული და უძრავ-მოძრავი ქონება ქველმოქმედებას შესწიროს. ამის შესახებ დორსიმ ენდრიუ იანთან ინტერვიუში განაცხადა.

„მინდა დარწმუნებული ვიყო, რომ დახმარება შემიძლია. ვაპირებ, რომ მთელი ჩემი ფული ქველმოქმედებას მოვახმარო და სანამ ცოცხალი ვარ, ამის შედეგი ვნახო“ – განაცხადა ტვიტერის დირექტორმა. დორსიმ უკვე გადარიცხა 8 მილიონ დოლარზე მეტი სხვადასხვა ორგანიზაციაში.

ბიზნესმენმა საქველმოქმედო ფონდის შექმნაზე უარი თქვა, რომ მის მართვასთან დაკავშირებული ხარჯები აერიდებინა.

შეგახსენებთ, რომ ჯეკ დორსიმ კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში მილიარდი დოლარი გადარიცხა. ამ დროისთვის ის ფონდის ყველაზე მსხვილი შემომწირველია. ტვიტერის დირექტორი ამბობს, რომ პანდემიის დასრულების შემდეგ თანხებს ძირითადად, განათლების, სოციალური დახმარებისა და ქალთა ჯანმრთელობის მიმართულებით გადარიცხავს.

„პროგრესნიუსი“

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close