პოლიტიკა

ცუდი შეგრძნებაა, როდესაც იმ საკითხზე, რომლის ინიციატორი ხარ, თავის მართლებას გთხოვენ – ჩუგოშვილი ე.წ. მაგნიტსკის სიასთან დაკავშირებით ოპოზიციის ბრალდებებზე

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი ე.წ. მაგნიტსკის სიასთან დაკავშირებით ოპოზიციის ბრალდებებს ეხმაურება.

„ძვირფასო მეგობრებო, დღეს ოპოზიციის მხრიდან ატყდა ამბავი მაგნიტსკის სიასთან დაკავშირებით. მე მათ არ ვპასუხობ. მინდა, დაინტერესებულ საზოგადოებას არ დავუტოვო კითხვები, ამიტომ ბოლო განმარტებას ვაკეთებ.

გუშინ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა კენჭს უყრიდა რეზოლუციას მაგნიტსკის სიასთან დაკავშირებით. გადავწყვიტეთ, ამ რეზოლუციაში ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის ჩამატება და ორპატიულად დავაინიცირეთ ცვლილება. ინიციატივის ავტორები არიან დიმიტრი ცქიტიშვილი, ზვიად კვაჭანტირაძე, დავით ბაქრაძე, გიორგი კანდელაკი, ანუ დელეგაციის უმრავლესობისა და უმცირესობის დეპუტატები თანაბრად არიან ინიციატორები. კომიტეტში, რომელშიც იხილებოდა, ჩვენი წევრი არის ეკა ბესელია, რომელმაც მხარი დაუჭირა რეზოლუციას.

პოლიტიკურ ჯგუფში ამ რეზოლუციას მხარი დაუჭირა უმრავლესობის ყველა დეპუტატმა. სესიაზე კენჭისყრის დროს გიორგი კანდელაკს არ ჰქონდა მონაწილეობის უფლება, სთხოვა ადგილის დათმობა ზვიად კვაჭანტირაძეს, რაზეც ის დათანხმდა და შედეგად, გიორგი კანდელაკი სიტყვით გამოვიდა და კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო.

ჟურნალისტები მეკითხებოდნენ, რატომ არ მონაწილეობდნენ კენჭისყრაში დიმიტრი ცქიტიშვილი და ზვიად კვაჭანტირაძე. დიმიტრი არ მონაწილეობდა იმიტომ, რომ მას არ აქვს ხმის უფლება; ბატონი ზვიადი არ მონაწილეობდაიმიტომ, რომ მან ეს უფლება გიორგი კანდელაკს დაუთმო; ასევე მე, როგორც რეზოლუციის მხარდამჭერი, ვესწრებოდი კენჭისყრას. ამ რეზოლუციაზე სამი კენჭისყრა ჩატარდა. სამივეზე, ბუნებრივია, მხარი დავუჭირე. ორი ჩანს შედეგებში, ერთი არა. აპარატი მეუბნება, რომ ხარვეზები ხდება ხოლმე, რადგან თითოეული კენჭისყრა სამი-ოთხი წამის განმავლობაში გრძელდება და დამპირდნენ, რომ ამ ხარვეზს გამოასწორებენ; ძალიან ცუდი შეგრძნებაა, როდესაც იმ საკითხზე, რომელსაც თავად იცავ და რომლის ინიციატორი ხარ, ვიღაც გთხოვს თავის მართლებას. გისურვებთ, ასე არავინ მოგექცეთ”, – წერს ჩუგოშვილი „ფეისბუქზე“.

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, სერგი კაპანაძემ განაცხადა, რომ „ქართულ ოცნებამ” უნდა განმარტოს, რატომ არ დაუჭირა მხარი ევროსაბჭოში მიღებულ „მაგნიტსკის სიას“, რომლის ერთ-ერთ შემადგენელიც არის „ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სია“. კაპანაძის განცხადების საპასუხოდ, ევროსაბჭოში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, რომ ევროსაბჭოში თითოეულ რეზოლუციაზე რამდენიმე კენჭისყრა ჩატარდა, რომელშიც დელეგაციის ყველა წევრმა მიიღო მონაწილეობა და მხარდაჭერა გამოხატა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close