Sliderსაზოგადოება

წყალმომარაგების კომპანიამ დაადასტურა მანგლისში ტალახიანი წყლის მოსახლეობისათვის მიწოდების ფაქტი

დღეს „პროგრესნიუსმა“ გამოაქვეყნა მასალა სათაურით – „მანგლისში ონკანიდან ტალახიანი წყალი მოდის – მოიწამლნენ ბავშვები და მოხუცები“. ბმული იხ. აქ http://kardashian.best/manglisshi-onkanidan-talakhiani-tsqhali-modis-moitsamlnen-bavshvebi-da-mokhutsebi/

სტატიას მოჰყვა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისაგან გამოხმაურება. გთავაზობთ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე დღეს გამოქვეყნებულ განცხადებას: „დაბა მანგლისში წყლის სისტემის რეაბილიტაციას ასრულებს. ამ დროისთვის აბონენტების ძველი, ამორტიზებული სისტემიდან ახალ ქსელზე გადაერთება მიმდინარეობს. სამუშაოების პროცესში მილი დაზიანდა, რამაც წყლის ამღვრევა გამოიწვია. სარეაბილიტაციო სამუშაოს შესახებ კომპანიამ აბონენტები გააფრთხილა და მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება დროებით შეეზღუდა. წყალმომარაგების აღდგენამდე, კომპანია ადგილობრივებს წყალს წყალმზიდის საშუალებით მიაწვდის. მანგლისის რამდენიმე ქუჩაზე, მათ შორის მანგლელის ქუჩაზე ძველი ქსელიდან ახალ ქსელზე გადაერთებითი სამუშაო რამდენიმე დღეში დასრულდება, რის შემდეგაც ქსელი დაიტესტება და წყლის სინჯები ლაბორატორიულად შემოწმდება. დაახლოებით 10 დღეში 300-მდე ოჯახი წყალს ახალი ქსელიდან მიიღებს. კომპანიამ მანგლისში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია 2018 წლის მარტში დაიწყო. პროექტის ფარგლებში მოეწყო ახალი სათავე ნაგებობა, ამორტიზებული ქსელი კი ახალი სისტემით შეიცვალა. დაბა მანგლისის მოსახლეობის ნაწილს წყალი წლებია დღეგამოშვებით, ნაწილს კი 2-3 საათიანი გრაფიკით მიეწოდება. პროექტის დასრულების შედეგად, გაიზრდება წყლის დებიტი და ადგილობრივები გაუმჯობესებული გრაფიკით ისარგებლებენ“.

„პროგრესნიუსი“ არ შეუდგება ამ განცხადებაში მოყვანილი ზოგიერთი შეუსაბამობის განხილვას. ჩვენ ყველა დამამტკიცებელი დოკუმენტი გვაქვს, რომლითაც შეგვიძლია დეტალური და ამომწურავი ინფორმაცია დავდოთ იმის შესახებ, ამ განცხადებაში რომელ აბზაცსა თუ წინადადებაში მოატყუა კომპანიამ საზოგადოება. თუმცა მიგვაჩნია, რომ საკითხის მოსაგვარებლად რაკი პირველი ნაბიჯი  გადაიდგა და  ჩვენი მიზანიც ეს იყო, ამ ეტაპზე თავს შევიკავებთ და უბრალოდ, მოვლენების განვითარებას მივადევნებთ თვალს.

„პროგრესნიუსი“

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close