მთავარი»საზოგადოება»“წითელი ჯვრის” მოხალისეები მზად არიან, გამშვებ პუნქტებზე მედპერსონალს დაეხმარონ

“წითელი ჯვრის” მოხალისეები მზად არიან, გამშვებ პუნქტებზე მედპერსონალს დაეხმარონ

4
გაზიარებები
Pinterest Google+

„საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება“, საჭიროების შემთხვევაში, ახალი კორონავირუსთან ბრძოლის თვალსაზრისით, მზად არის საქართველოს გამშვებ პუნქტებზე გადამზადებული მოხალისეებით ჩაერთოს და დაეხმარონ მედპერსონალს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების“ პრეზიდენტმა ნათია ლოლაძემ განუცხადა.

მისი განმარტებით, სავარაუდოდ, შემდეგი კვირიდან „წითელი ჯვრის” მოხალისეები ყველა გამშვებ პუნქტზე დადგებიან.

„მსოფლიოს იმ ქვეყნებში, სადაც უკვე კორონავირუსი დაფიქსირებულია, „წითელი ჯვარი”, „წითელი ნახევარმთვარე” აქტიურად არიან ჩართულები მედპერსონალთან ერთად ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში. ამ მიმართულებით გააქტიურდება „საქართველოს წითელი ჯვარი”. „საქართველოს წითელი ჯვრის” 39 ფილიალში უკვე მობილიზებულები არიან მოხალისეები იმისათვის, რომ გავრცელდეს ის ინფორმაცია, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არის მოწოდებული, ასევე, „საერთაშორისო წითელი ჯვრის“ მიერ. ეს არის ის რეაგირება, რასაც ვაპირებთ. ამასთან, ჩვენი მოხალისეები აქტიურად ჩაერთვებიან თერმოსკრინინგში, რათა აქტიურად დავუდგეთ გვერდში ჩვენს მოსახლეობას“, – განაცხადა ნათია ლოლაძემ.

წინა პოსტი

იქნება ადგილზე გადადების შემთხვევებიც, რაც მაღალი ტემპით გაგრძელდება - აკაკი ზოიძე

შემდეგი პოსტი

ირანში, საავადმყოფოს სადაც კორონავირუსით დაინფიცირებულები იყვნენ, ცეცხლი წაუკიდეს