პოლიტიკა

„ტრამპი ნიუ-იორკში ჩემთან ერთად დადიოდა ქუჩებში, ყველგან ამბობდა მე ვიცნობ სააკაშვილს, ის ისეთი მაგარია“

მიხეილ სააკაშვილმა უკრაინელ სტუდენტებს უამბო, როგორ აქცია საქართველო ტურისტებისთვის საინტერესო ადგილად და განაცხადა, რომ ის საქართველოში წარმატების სიმბოლო იყო.

„რატომ ჩამოვიდა ტრამპი საქართველოში? იმიტომ, რატომაც გვაქებდა, მასთან მიწვევდა მის სახლში, საერთოდაც ნიუ-იორკში დადიოდა ჩემთან ერთად ქუჩებში, თეატრებში და რესტორნებში. რატომ? იმიტომ, რომ ყველას მოსწონს, როცა წარმატებასთან ასოცირდება.

მაშინ ის კანდიდატი იყო საპრეზიდენტო არჩევნებზე და სურდა, რომ წარმატებასთან ყოფილიყო ასოცირებული. ის ყველგან ამბობდა: ვოუ, მე ვიცნობ სააკაშვილს, ის ისეთი მაგარია. მე ჩამოვედი ბათუმიდან და ყველაზე მაგარი ქალაქია. მათ ყველაზე მაგარი განათლების და საგადასახადო სისტემა აქვთ“.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close