საზოგადოება

ტყიბულში, მიწის ქვეშ მოყოლილ მუშას ამ დრომდე ეძებენ

 

ტყიბულში,  ერთ-ერთ ქვანახშირის კარიერში   მაშველები მიწის მასის ქვეშ მოყოლილ მუშას ამ დრომდე ეძებენ. ადგილზე იმყოფებიან იმერეთის მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები, მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა. სამაშველო ოპერაციაში დაუყოვნებლივ ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი და განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს (ბაზა) მაშველთა ჯგუფი. ადგილზე, ასევე, იმყოფებიან პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფები. მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია.

მეშახტეების განცხადებით 55 წლის მამაკაცი, რომელსაც შახტში მუშაობის 30 წლიანი გამოცდილება ჰქონდა, შახტში გამაგრებითი სამუშაოების მიზნით შევიდა, რაც სავარაუდოდ, ხის საყრდენის ჩამონგრევამ გამოიწვია.  შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close