მთავარი»სამართალი»„თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის ჯარიმები წესდება, საუბარია ადმინისტრაციულ პატიმრობაზეც“

„თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის ჯარიმები წესდება, საუბარია ადმინისტრაციულ პატიმრობაზეც“

3
გაზიარებები
Pinterest Google+

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით,, პარლამენტში დღეს დაჩქარებული წესით იმსჯელებენ კანონპროექტზე, რომლის მიხედვითაც კარანტინისა და თვითიზოლაციის წესების დამრღვევი პირებისთვის სანქციები დაწესდება.

მდინარაძის ცნობით, ყველა პირს, ვინც დაარღვევს თვითიზოლაციის წესს, ჯარიმები დაეკისრება.

ამასთან, უმრავლესობის ლიდერი არ გამორიცხავს, რომ ასეთი პირების მიმართ ადმინისტრაციული პატიმრობაც განიხილონ.

“დღესვე, დაჩქარებული წესით დარეგისტრირდება ინიციატივა, რომლის მიხედვითაც, იქნება სავარაუდო ჯარიმა და შესაბამისი სასჯელი მათთვის, ვინც შეეცდება, დაარღვიონ კარანტინისა და თვითიზოლაციის წესები. სამწუხაროდ, ეს საჭირო გახდა იმის მიუხედავად, რომ უმრავლესობა ვინც თვითიზოლაციაშია, პასუხისმგებლობით ეკიდება ამ საკითხს, მაგრამ არიან გამონაკლისები, რომლებიც ამ წესს არ იცავენ. ჩვენ უნდა ვიყოთ ადეკვატურად მკაცრები ასეთი შემთხვევების მიმართ, ჩვენ არ გამოვრიცხავთ და განვიხილავთ ასევე ადმინისტრაციულ პატიმრობასაც. თუმცა, წინასწარ არ შეიძლება ამაზე საუბარი, დღეს გვექნება კონსულტაციები უმრავლესობასთან და საღამომდე უკვე იქნება კანონპროექტი დარეგისტრირებული”,- აცხადებს მამუკა მდინარაძე.

ცნობისთვის, ამ დროისთვის თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის, იძულებით კარანტინში 71 ადამიანია გადაყვანილი.

წყარო

წინა პოსტი

“საქართველო მსოფლიოში იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც “გილიარდისგან“ კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატს მიიღებს”

შემდეგი პოსტი

ტექნიკური უნივერსიტეტი უცხოეთში სასწავლებლად მყოფი სტუდენტებისთვის გარკვეულ შეღავათებს დააწესებს