საზოგადოება

თუშეთში 7-კაციანი ველოსიპედისტთა ჯგუფი ხევში გადაიჩეხა – არის მსხვერპლი

ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე ტურისტი დაიღუპა. თუშეთისკენ შვიდკაციანი ველოსიპედისტთა ჯგუფი ხევში გადავარდა, რასაც 1 ადამიანი ემსხვეპლა.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, შემთხვევა გზის 22-ე კილომეტრზე მოხდა, სადაც ტურისტების ჯგუფი გადაადგილდებოდა. ერთ-ერთი მათგანი სიმაღლიდან გადავარდა და დაიღუპა.

ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე გარდაცვლილის ხევიდან ამოყვანის მიზნით სამუშაოები მიმდინარეობს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close