საზოგადოება

თურქეთში ქართველი ქალი მოკლეს

თურქეთში ქართველი ემიგრანტი მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ემიგრანტების იმედი“ შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს. მისი თქმით, ი.კ კაისერში ჩაცხრილეს, დაჭრილები არიან მანქანაში მსხდომებიც…

„გთხოვთ დაგვეხმაროთ საქართველოში გადასვენებაში დაუჯერებელია ის რაც მოხდა“, – წერენ ემიგრანტები.

თურქეთში მყოფი ემიგრანტები შოთო სიხარულიძეს დახმარებისთვის მიმართავენ და ითხოვენ მკაცრად დაისაჯოს მკვლელები.

„ეს საშინელი ფაქტი, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას თუ რა რთულ პირობებში უხდებათ ქართველ ემიგრანტებს ფულის შოვნა და ოჯახების დაპურება
ეს ტრაგედია, ყველა ქვეყანაში მცხოვრები ემიგრანტების ნაწილია!“ – წერენ ემიგრანტები.

პრაიმტაიმი

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close