მთავარი»საზოგადოება»თსუ-ში სწავლის დაწყება 16 მარტამდე გადაიდო

თსუ-ში სწავლის დაწყება 16 მარტამდე გადაიდო

4
გაზიარებები
Pinterest Google+

კორონავირუსის პრევენციის ღონისძიებების ფარგლებში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა სწავლის დაწყება 16 მარტამდე გადადო. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს თსუ-დან აცნობეს.

თსუ-ს პრესსამსახურის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება უნივერსიტეტმა მიიღო ჯანდაცვის, განათლების სამინისტროების რეკომენდაციის გათვალისწინებით და დაავადებათა ეროვნული კონტროლის ცენტრთან შეთანხმებით.

ხვალიდან უნივერსიტეტის აუდიტორიებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება. თსუ-ში სწავლა 16 მარტს განახლდება.

წინა პოსტი

ირანში, საავადმყოფოს სადაც კორონავირუსით დაინფიცირებულები იყვნენ, ცეცხლი წაუკიდეს

შემდეგი პოსტი

გერმანიაში ახალი კორონავირუსი ოთხ ბავშვს დაუდგინდა