მთავარი»Uncategorized»თხილის მაღალი და უხვი მოსავლის აღებაში სამინისტროს რეკომენდაციები დაგეხმარებათ

თხილის მაღალი და უხვი მოსავლის აღებაში სამინისტროს რეკომენდაციები დაგეხმარებათ

0
გაზიარებები
Pinterest Google+

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი აცხადებს, რომ ის ფერმერები, რომლებმაც სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციები ზედმიწევნით დაიცვეს, წლეულს თხილის დიდი და მაღალი ხარისხის მოსავალი ექნებათ. თუმცა არიან ისეთი ფერმერებიც, რომლებიც სკეპტიკურად არიან განწყობილნი და უფასოდ დარიგებული პრეპარატები ან გაყიდეს, ან მიწაში ჩაფლეს და მიზნობრივად არ გამოიყენეს.

როგორც გიორგი ხანიშვნილმა “მედიაცნეტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა,  მესამე წელია მოსახლეობასთან აქტიური დიალოგი უწევთ, რათა დაარწმუნონ ისინი, რომ პრობლემათა სათავე არა აზიურ ფაროსანაში, არამედ სოკოვან და ბაქტერიულ დაავადებებშია, რომლის წინააღმდეგ მოსახლეობა თვითონ უნდა იბრძოდეს.

მისივე თქმით, სანამ მოსახლეობამ საკუთარ თავზე არ გამოსცადა მოსავლის განადგურების სიმწარე, არ დაიჯერა სამინისტროს რეკომენდაციები.

“თხილის მოსავლით დაინტერესებულ ფერმერებს თვითონ უნდა სცოდნოდათ ეს საკითხები. 2017 წლის სახელმწიფო პროგრამით, 230 ათას ოჯახში დარიგდა პაკეტი, რომელშიც იყო მოცემული სამი ტიპის ინსტრუქცია, თუ როგორ უნდა ებრძოლონ აზიურ ფაროსანას, როგორ გაანადგურონ მექანიკურად და რა ნივთიერებები გამოიყენონ. მოცემული იყო აგროკალენდარი, სადაც თვეების მიხედვით არის გაშუქებული, თუ რომელ თვეში, რომელიც წამლით უნდა იბრძოლონ, რომ მიიღონ მაღალი მოსავალი. ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლა, იმითაც არის სახასიათო, რომ ფერმერი, რომელიც იბრძვის მოსავლის მისაღებად, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ახალი, დამატებითი ღონისძიებების გამოყენება არ სჭირდება. ცალკე წამლობა აუცილებელი არ არის, მას შეუძლია ერთ-ერთი კომპონენტი დაამატოს ჩვეულებრივი წამლობისას”, – განმარტავს გიორგი ხანიშვილი.

მისივე ინფორმაციით, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ძირითადად ორი პრეპარატი – დეტანუტრინი და ბიფეტრინი გამოიყენება, რომლებიც რეგისტრირებულია და სოფლის მეურნეობაში უკვე მრავალი ათეული წელია იყენებენ. ამდენად, საუბარი იმაზე, რომ სახელმწიფო ახალ გამოგონილ პრეპარატს იყენებს, არაკომპეტენტურობაა.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, მოსავლის დაზიანების ცალკეულ შემთხვევებთან დაკავშირებით, მეცნიერები ადგილზე ჩადიან, ნახულობენ მოსავალს და დასტურდება, რომ ეს არის, გლეხის მიერ მიერ აგროღონისძიებების ჩაუტარებლობის, – ნაცრის, სოკოვანი, ბაქტერიული და სხვა დაავადებების შედეგი და არაფერი საერთო არა თუ ჩვენს წამლობასთან, თვითონ აზიურ ფაროსანასთანაც არ აქვთ.

“აზიური ფაროსანის შემოჭრის შემდგომ, სახელმწიფო კონცენტრირებულია მცენარეთა დაცვის იმ ღონისძიებებზე, რომელიც შემოჭრილ მავნებლებს უკავშირდება, იმიტომ, რომ სხვა მავნებლები, მეტ-ნაკლებად ადაპტირებულია, მათ ადგილზე ჰყავთ, როგორც ბუნებრივი მტერი, ასევე, მოსახლეობა მიჩვეულია მათთან ბრძოლას. ამიტომ სახელმწიფო აქტიურად ჩაერთო აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლაში. ისევე, როგორც სახელმწიფო პერიოდულად ერთვებოდა თეთრი პეპლის, კოლორადოს ხოჭოს, ანუ იმ მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლაში, რომელიც არ იყო სახასიათო საქართველოს გარემოპირობებისთვის. აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ჩასატარებელია 2 წამლობა, რომელიც თხილს სჭირდება, დანარჩენ შვიდ წამლობასთან ერთად”, – განაცხადა გიორგი ხანიშვილმა “მთავარში”.

წინა პოსტი

"სამეფო ტახტის" სეკვესტრი: 2 მინისტრის და 9 მოადგილის ნაცვლად 1 და 4 მივიღეთ

შემდეგი პოსტი

გაცილებით მარტივია თქვან, რომ მთავრობა არ აკეთებს, ვიდრე