Slider

თიბისი ბანკმა ჯარიმა 1.1 მლნ ლარი გადაიხადა – დავრწმუნდით, რომ ჯარიმა სწორად იყო დარიცხული

დავრწმუნდითრომ ჯარიმა სწორად იყო დარიცხული, – თიბისი ბანკმა ეროვნული ბანკის მიერ დარიცხული 1.1 მლნ ლარის გადახდაზე წლიურ ანგარიშში დაწერა.

ბანკის ცნობით, თანხის გადახდა 12 მარტს მოხდა.

აღსანიშნავია, რომ  სებ-მა 2007-2008 წლების ტრანზაქციებთან დაკავშირებით, ბანკის დაჯარიმებასთან  ერთად, მისი სამეთვალყურეო საბჭოდან მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის გასვლაც მოითხოვა.

ორივე დამფუძნებელმა – აქციონერმა საბჭო 2 აპრილს ოფიციალურად დატოვა.

შეგახსენებთ:

მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭო დატოვეს.

1tv.ge -ს ცნობით, ბანკის დამფუძნებელმა აქციონერებმა საბჭოს დატოვებაზე ოფიციალური  განაცხადი 2 აპრილს წარადგინეს.

ხაზარაძე და ჯაფარიძე  საკუთარ პოსტებს შეინარჩუნებენ თიბისი ბანკის მფლობელ კომპანია  TBC Bank Group PLC -ში.   საბანკო ჰოლდინგის ცნობით, თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში ორი ახალი წევრის შერჩევა უკვე მიმდინარეობს.

როგორც ცნობილია, თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოდან დამფუძნებელი აქციონერების გაწვევა ეროვნულმა ბანკმა მოითხოვა და ბანკის აქციონერებს ვადა 13 აპრილამდე მისცა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close