საზოგადოება

ჭიათურაში მოშიმშილე მაღაროელმა გონება დაკარგა და საავადმყოფოში გადაიყვანეს

 

ჭიათურაში ერთ-ერთი მოშიმშილე მაღაროელი, თემო შეყილაძე, რომელსაც პირი აქვს ამოკერილი, შეუძლოდ გახდა. მან გონება დაკარგა. აქციის ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს. სასწრაფოს მიერ პირველადი დახმარების გაწევის შემდეგ ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გაფიცული მაღაროელების საქმეზე პარლამენტში ეკონომიკის მინისტრს და კომპანიის დროებით მმართველს იბარებენ. ამის შესახე დღეს დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა განაცხადა. ჭიათურაში უშედეგოდ დასრულებული მოლაპარაკების შემდეგ მაღაროელთა პროტესტი გრძელდება. აქციის მონაწილეებს სკოლის მოსწავლეები, ბაზრობისა და მაღაზიების თანამშრომლები და მოსახლეობის ნაწილი სოლიდარობის ნიშნად შეუერთდა.

ჭიათურაში მაღაროელები 16 მაისს გაიფიცნენ. პროტესტის მეცხრე დღეს ჭიათურელ მაღაროელებს ტყიბულელი მეშახტეები შეუერთდნენ. 40-მდე მეშახტემ გაფიცულებს სოლიდარობა გამოუცხადა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close