მთავარი»Slider»სტატისტიკა: დღეის მონაცემებით განკურნებულია 115 ათასი, ლეტალურმა შემთხვევებმა კი 21 000-ს გადააჭარბა

სტატისტიკა: დღეის მონაცემებით განკურნებულია 115 ათასი, ლეტალურმა შემთხვევებმა კი 21 000-ს გადააჭარბა

5
გაზიარებები
Pinterest Google+

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 471 ათასს, ლეტალური შემთხვევების რაოდენობამ კი 21 000-ს გადააჭარბა. ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ამ დრომდე ჩინეთშია დადასტურებულია და 81 285 ადამიანს შეადგენს.

მეორე ადგილს ისევ იტალია იკავებს, სადაც გასული დღე-ღამის განმავლობაში კიდევ 683 ადამიანი გარდაიცვალა, რითაც ფატალური შემთხვევების რაოდენობამ 7 500 -ს გადააჭარბა. მკურნალობას კი 67 ათასამდე პაციენტი გადის. გარდაცვალების 656 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა ესპანეთში. სულ ვირუსმა იქ 3 600-ზე მეტი ადამიანი შეიწირა. გერმანიაში – ინფიცირებულია 37 323 ადამიანი, დაღუპულია 206. მსოფლიო მასშტაბით ვირუსისგან 115 ათასამდე ადამიანი განიკურნა.

წინა პოსტი

„რაც უფრო მახსოვს, და მეტად მაგონდება“ – გურამ დოჩანაშვილი - 81

შემდეგი პოსტი

"ფიქრს სადღეისოს ნუ გადასდებ "შვილო" ხვალისთვის" - ტარიელ ხერხელაურმა გიორგი გახარიას ლექსი მიუძღვნა