მთავარი»მსოფლიო»სტამბოლის პოლიციამ სპეცოპერაციის შედეგად საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავა

სტამბოლის პოლიციამ სპეცოპერაციის შედეგად საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავა

4
გაზიარებები
Pinterest Google+

სტამბოლის პოლიციამ ე.წ. რუსული მაფიის წინააღმდეგ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავა.

თურქული მედიის ინფორმაციით, სტამბოლის პოლიციის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის განყოფილებამ, სპეცოპერაციის დროს საერთო ჯამში 16 ადამიანი დააკავა, მათ შორის რუსეთის ერთი, უკრაინის სამი, საქართველოს ოთხი და აზერბაიჯანის რვა მოქალაქე.

სპეცოპერაციის ადგილზე პოლიციამ 11 პისტოლეტი, „აკ 47“-ის ტიპის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და 222 ტყვია აღმოაჩინა.

დაკავებული ეჭვმიტანილები სტამბოლის პოლიციის დეპარტამენტში გადაიყვანეს.

წინასწარი მონაცემებით, დაჯგუფების ლიდერი წარმოშობით უკრაინელი ანდრი მალია, ეჭვმიტანილები კი თურქეთში აზერბაიჯანული დაჯგუფების ლიდერის, ნადირ სალიფევის და მისი დაჯგუფების წევრების ლიკვიდაციის მიზნით ჩავიდნენ.

წინა პოსტი

აშშ-ში აუქციონებზე გასაყიდად ეკლესიები გამოაქვთ

შემდეგი პოსტი

ფრანგული კლუბი ქართველ მორაგბეს ემოციური ვიდეოთი ემშვიდობება