მთავარი»მსოფლიო»სროლა სასამართლოში – ნოვოკუზნეცკის სასამართლოში შეიარაღებულმა კაცმა ერთი ადამიანი მოკლა, მეორე კი დაჭრა

სროლა სასამართლოში – ნოვოკუზნეცკის სასამართლოში შეიარაღებულმა კაცმა ერთი ადამიანი მოკლა, მეორე კი დაჭრა

6
გაზიარებები
Pinterest Google+

რუსეთში შეიარაღებული პირი სასამართლოს შენობაში შეიჭრა, რა დროსაც ერთი ადამიანი მოკლა, ერთი კი მძიმედ დაჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველეს“ რუსული ბიურო ავრცელებს.

გამოძიების ცნობით, კემეროვოს ოლქში, ქალაქ ნოვოკუზნეცკის სასამართლოს შენობაში 45 წლის შეიარაღებული პირი შეღწევას ცდილობდა, თუმცა ამ დროს შენობის დაცვის წარმომადგენელმა მისთვის ხელის შეშლა სცადა. ბოროტმოქმედმა მას მუცლის არეში ესროლა, უსაფრთხოების წარმომადგენელი მალევე დაიღუპა. შენობაში შესვლის შემდეგ 45 წლის ბოროტმოქმედმა ერთ-ერთ ოთახში მყოფ ქალს ესროლა. როგორც ცნობილია, 43 წლის ქალი სასამართლოში ერთ-ერთ საქმესთან დაკავშირებით მოწმის სახით იმყოფებოდა. ის მძიმედ არის დაჭრილი.

ამის შემდეგ ადგილზე მყოფმა დაცვის წევრებმა და „როსგვარდიის“ წარმომადგენლებმა დააკავეს. მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე უკვე აღიძრა. თავდასხმის მოტივი ჯერ უცნობია.

1tv

წინა პოსტი

თბილისში მოსალოდნელია თოვლ-ჭყაპი და ნისლი

შემდეგი პოსტი

"მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ჩემი ძმის მხარ­დამ­ხარ ვი­ყა­ვი, ერ­თმა­ნეთს დავ­შორ­დით, ამის გამო ძა­ლი­ან სევ­დი­ა­ნი ვარ“