მთავარი»საზოგადოება»სოფელ წნელისში ოსური დროშა აღმართეს

სოფელ წნელისში ოსური დროშა აღმართეს

7
გაზიარებები
Pinterest Google+

სოფელ წნელისში სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის დროშა აღმართეს – ინფორმაციას ოსური მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ე.წ. პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის დავალებით, სოფლის მთელ პერიმეტრზე ე.წ. მესაზღვრეები განთავსდებიან

ბიბილოვმა ამის შესახებ ჯერ კიდევ გუშინ დააანონსა, როდესაც ის წნელისში იმყოფებოდა და მოსახლეობას შეხვდა.

შეგახსენებთ, 29 აგვისტოს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის წარმომადგენლებმა ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში ქართულ და ოსურ მხარეებს შორის მორიგი შეხვედრაზე პირობა დააყენეს და პარასკევის დილის 6 საათამდე სოფელ ჩორჩანაში ქართული პოლიციის ახალი პოსტის გაუქმება მოითხოვეს და განაცხადეს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში “მიღებული იქნება კანონით გათვალისწინებული ყველანაირი ზომა და მოსახლეობის დასაცავად ყველა საშუალება იქნება გამოყენებული”. ქართულმა მხარემ ეს პირობა არ შეასრულა.

30 აგვისტოს კი, სოფელ ჩორჩანაში დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებთან ტექნიკური შეხვედრის დასრულების შემდეგ, ქართულმა მხარემ განაცხადა, რომ პოლიციის საგუშაგო ადგილზე დარჩება, შემდეგი შეხვედრა კი მომავალ კვირას გაიმართება.

პრაიმტაიმი

წინა პოსტი

„ნაყოფს მაშინ აქვს ფასი, როცა შენი შრომით მოიწევა..“ - მამა პეტრე შვილს სტუდენტობას ულოცავს

შემდეგი პოსტი

„უარვყოფ ხმებს, რომ პრეზიდენტმა გაიყვანა თავისი ოჯახი!“ - ბიბილოვმა მოსახლეობას მიმართა