საზოგადოება

„soooos!!!!!! არასაახალწლო განწყობით! გამოიღვიძეთ რაააა, მიხედეთ ამ ქვეყანას, სოფელია გადასარჩენი“

ჟურნალისტი ნინო კვაჭშანტირაძე სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს:

„soooos!!!!!!
არასაახალწლო განწყობით
ახლა მოვედი დიღმის ბაზრიდან, ყველა წინა წლის რეკორდი მოხსნილია – გოჭი კილოგრამი 30 ლარი ღირს და ფიზიკურად არაა, ერთმენეთს ხელიდან სტაცებენ, არის ჩხუბი და გამიშვი-დამაკავე, არ იცით, როგორი “სვეცკი” ქალები წიოკობენ, მეგოჭეები რამდენიმე დღით ადრე შეპირებულ დამკვეთებს ემალებიან, – რა ვქნათ, 15 სოფელი მეიარა მაშინამ და 8 გოჭის მეტი ვერ იშონაო- მიხსნის საზანოელი ნანა. ეეე, ჩემო ნანა, ჯერ სადა ხარ , მომავალ წელს მაგ რვასაც ვერ იშოვნი, 10 წლის წინ რო ჩამოხვედი და მერე მთელი ოჯახი ჩამოიყვანე ქალაქში გამყიდველობა ხომ არჩიე სოფელში შენს სახლ-კარში შრომას, მე სულ არ შევჭამ მაგ გოჭს და ინდაურს, მაგრამ შენც ვეღარ გაყიდი , ვერააა, მთელი წელი იმიტომ მიდუღდა გულ-მუცელი “ჩემი ბაზრიდან” გლეხების- მანანას, ნელის, სანდროს, მერაბის, მიხოს საზღვარგარეთ წასვლის ამბავს რომ ვიგებდი, ვიცოდი, ასე იცლება ქართული სოფლები, სკვარამდება ეზო-კარი და ლაღობენ სხვის ქვეყნებში ჩემი პატარა ქვეყნის გოგო-ბიჭები, ხვალ-ზეგ მაგათ რომ უნდა დაეპურებინათ ქალაქი… ახლა ყელში ბოღმის ბურთი მეჩრება და ცრემლები მცვივაა, გოჭს ვტირი ახლა მეეეეე??? ამიტომ აღარ აქვს ხალისი დღესასწაულებს , ამიტომ ვამბობ, კარგია გაციმციმებული ქალაქი, მაგრამ სოფელიც უნდა ციმციმებდეს, ხარობდეს, ქართველი გლეხი სარჩოსთვის სხვაგან არ უნდა მიდიოდეს, გამოიღვიძეთ რაააა, მიხედეთ ამ ქვეყანას, გთხოთ, ახლა სოფელია გადასარჩენი, სოფელიიი, თქვით, დავიწყოთ აა, 2 თვეში გაზაფხული მოდის, დავიწყოთ რაა, ჯერ კიდევ დროა.. დავირაზმოთ, დავიძრათ, არ ვიცი, ნეტა ახლა ვიყო 20 წლის , ერთ სოფელს ხომ მაინც ვიხსნიდი“ – წერს ნინო კვაჭანტირაძე.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close