მსოფლიო

სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 424-მდე გაიზარდა

სომხეთში „კოვიდ-19“-ით დაინფიცირების 52 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას სომხური მედია, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ერევანში აცხადებენ, რომ ახალი ტიპის კორონავირუსი სულ 424 ადამიანს დაუდასტურდა. ამ დროისთვის, ქვეყანაში მკურნალობის კურსი 391 პაციენტს უტარდება.

სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადების კონტროლის და პროფილაქტიკის ცენტრის ინფორმაციით, „კოვიდ-19“-სგან უკვე 30 ადამიანი გამოჯანმრთელდა, სამი ადამიანი კი დაიღუპა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close