საზოგადოება

სკოლის მანდატურმა მოსწავლე სიკვდილს გადაარჩინა

 

ქუთაისის ერთ-ერთ სკოლაში მანდატურმა მე-8 კლასელი მოსწავლე სიკვდილს გადაარჩინა.
როგორც მანდატური ამბობს, საპირფარეშოსთან მოსწავლეების ჩოჩქოლი შენიშნა და მათთან მივიდა, სადაც მე-8 კლასელი ბიჭი დაინახა, რომელიც იატაკზე გონდაკარგული იწვა.
მანდატურმა სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახა, თუმცა ბრიგადის მოსვლამდე თავად შეეცადა მოსწავლის დახმარებას.
„დრო არ ითმენდა. ბიჭი უგონოდ იყო. ხელში ავიყვანე და მანდატურების ოთახში, პირველ სართულზე ჩამოვიყვანე. შევუმოწმე გულისცემა, სასუნთქი გზები. პირველადი დახმარების ყველა საჭირო ზომას მივმართე და მოსწავლე, როგორც იქნა, გონს მოვიყვანე. როცა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა მოვიდა, ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკვე დამაკმაყოფილებელი იყო. შემდგომი გამოკვლევებისთვის, ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამჟამად მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება“, – იხსენებს მანდატური ვასილ იამანიძე.

„ტოპნიუსის“ ცნობით, შემთხვევა რამდენიმე თვის წინ მოხდა.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close