სამართალი

სხვისი მანქანის ჯართში ჩაბარების გამო, მამაკაცს 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონულ სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი 1975 წელს დაბადებული გ. ც. თაღლითობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ გ.ც. საგარეჯოს რაიონის სოფელ ხაშმში თაღლითურად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ერთ-ერთი მოქალაქის კუთვნილ, 45000 ლარად ღირებულ “მაზის” მარკის ავტომანქანას. გ.ც.-მ ავტომანქანა გარდაბნის რაიონში შავი ლითონის მიმღებ პუნქტში7000 ლარად ჩააბარა, ხოლო სანომრე ნიშნები და აკუმულატორები გადამალა.

პოლიციამ ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად წარსულში იგივე დანაშაულისთვის ნასამართლევი გ.ც. დააკავა, ხოლო შავი ლითონის მიმღები პუნქტიდან მაზის მარკის ავტომანქანა, ასევე, გადამალული სანომრე ნიშნები და აკუმულატორები ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close