მთავარი»საზოგადოება»სკანდალი – სახალხო დამცველის მოადგილის სისხლიანი პრემია-დანამატი

სკანდალი – სახალხო დამცველის მოადგილის სისხლიანი პრემია-დანამატი

13
გაზიარებები
Pinterest Google+

სოფიო ხორგუანი სკანდალურ დოკუმენტებს აქვეყნებს. დოკუმენტები ეხება სახალხო დამცველის მოადგილის, გიორგი ბურჯანაძის პრემია-დანამატებს. აღსანიშნავია, რომ გიორგი ბურჯანაძეს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ დანამატი, 6 ათასი ლარის ოდენობით გამოუწერა ხორავას ქუჩაზე დატრიალებული ტრაგედიის და სასტიკი მკვლელობის საქმის შესწავლის გამო.

“იმიტომ რომ აქ საჯაროდ დავდე პირობა, შევიტანდი წერილებს, საჯაროდ გამოვაქვეყნებ პასუხებსაც;

იმიტომ რომ არასოდეს არცერთმა ჩინმა, მოხელემ თუ რანგირებულმა არ გაბედოს ჩვენი, მოქალაქეების, დაცინვა ან აბუჩად აგდება;

იმიტომ რომ არ არსებობს სახელმწიფო ფული, ეს ჩვენი ყველას საერთო ფულია და მას უნდა გაუფრთხილდნენ;

იმიტომ რომ, როცა თანამდებობებს თანხმდებიან, პასუხისმგებლობაც ატარონ და რაც უფრო მაღალია სტატუსი, მეტია პასუხისმგებლობა, ისინი დაქირავებულნი არიან ჩვენს სამსახურში;

იმიტომ რომ არ არსებობს პრივილეგირებულთა კასტა სამოქალაქო საზოგადოებაში და ერთი მოქალაქე მთელს ინსტიტუტებზე მეტად ძვირფასია;

იმიტომ რომ ვერავინ დააზიანებს ინსტიტუტის რეპუტაციას ისე, როგორც ამ ინსტიტუტის წარმომადგენლის სიტყვა და საქციელი.

სახალხო დამცველის მოადგილემ, რომლის ყოველთვიური ხელფასი 6 ათასი ლარია, თავს უფლება მისცა, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შესწავლისთვის დამატებით აეღო დანამატი 6 ათასი ლარის ოდენობით!” – წერს სოფიო ხორგუანი.

 

წინა პოსტი

„პროკრედიტბანკი“ რვა არასრულწლოვანს და 2 ინვალიდს გამოასახლებს

შემდეგი პოსტი

პატიოსნება გადამდებია - გიო საჯაიას ემოციური პოსტი