მთავარი»საზოგადოება»სინოპტიკოსები ამინდის გაუარესებას ელიან

სინოპტიკოსები ამინდის გაუარესებას ელიან

7
გაზიარებები
Pinterest Google+

სინოპტიკოსები ამაღამ დედაქალაქში ნალექს, ზამთრის კურორტებზე კი, თოვლს ელოდებიან. თუმცა მათი პროგნოზით, ინტენსიური თოვლი ბაკურიანსა და გუდაურში მხოლოდ 8-დან 15 იანვრამდეა მოსალოდნელი.

ასევე, 8 იანვრიდან დასავლეთ საქართველოს ყველა რაიონში ვარაუდობენ წვიმას, აღმოსავლეთში კი, ნალექის გარდა, მოსალოდნელია თოვლიც.

„ამაღამ ველოდებით აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონებში მცირე ნალექს. დედაქალაქში ღამისა და დილის საათებში შესაძლებელია აღინიშნოს მცირე ნალექი და ცალკეულ უბანში ან გარეუბანში შესაძლებელია თოვლ-ჭყაპიც იყოს. რაც შეეხება ზამთრის კურორტებს, ამჟამად ბაკურიანში თოვლის საფარი 24 სანტიმეტრზეა, გუდაურში კი 27 სანტიმეტრია. ტემპერატურა საკმაოდ დაბალია – ღამის მინიმალური გუდაურში -12 გრადუსია, ბაკურიანში -11 გრადუსი. 8 იანვრამდე თოვლი მოსალოდნელი არ არის, იმ გამონაკლისით, რომ ამაღამ შესაძლოა, მოთოვოს ბაკურიანშიც და გუდაურშიც. ზამთრის კურორტებზე ველოდებით თოვას 8 იანვრიდან 15 იანვრამდე, ყოველდღე დროგამოშვებით უნდა მოთოვოს და შესაბამისად, მოიმატებს თოვლის საფარის სიმაღლეც. ჰაერის ტემპერატურა გუდაურში -13, -15 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი ღამისა და დილის საათებში, ბაკურიანში -10, -11 გრადუსი და დღის საათებში -3,-5 გრადუსის ფარგლებში ორივე კურორტზე.

8 იანვრიდან დასავლეთ საქართველოში ყველგან მოსალოდნელია წვიმა, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან წვიმა, მაღალ მთაში თოვლი. 8 რიცხვამდე დასავლეთ საქართველოში მოიმატებს ტემპერატურა, რვაში დაიკლებს, მაგრამ თოვლი დაბლობსა და ბარში 8 რიცხვშიც არ არის მოსალოდნელი, მხოლოდ მთიან და მაღალმთიან კურორტებზე. თბილისში რვა იანვრიდან ველოდებით წვიმას და ქარს“, – განაცხადა გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, სვეტლანა ნიორაძემ.

წინა პოსტი

საქართველოს მოქალაქე ათენში ძარცვის მცდელობის დროს გარდაიცვალა

შემდეგი პოსტი

6 წლის ელენეს თქვენი დახმარება სჭირდება