ეკონომიკა

შვეიცარიული შოკოლადის კომპანია ლაგოდეხში თხილის პლანტაციას გააშენებს – მთავრობა

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შოკოლადის მწარმოებელი შვეიცარიული კომპანია Camille Bloch​ ლაგოდეხში თხილის პლანტაციების გაშენებას გეგმავს.

შვეიცარიულმა კომპანიამ საქართველოში უკვე დაარეგისტრირა კომპანია, თხილის გასაშენებლად კი 600 ჰექტარზე მეტი ტერიტორიაც მოიძია. მთავრობის ცნობითვე, კომპანია ქართულ თხილს საკუთარ პროდუქტშიც გამოიყენებს. Camille Bloch​-ის საინვესტიციო გეგმებზე პრემიერმა გიორგი გახარიამ დავოსში მის აღმასრულებელ დირექტორთან შეხვედრისას ისაუბრა.
“შოკოლადის მწარმოებელი ცნობილი შვეიცარიული კომპანია Camille Bloch​ საქართველოში თხილის პლანტაციებს გააშენებს, ქართულ თხილს კი პროდუქტ “რაგუსას” წარმოებაში გამოიყენებს, – საინვესტიციო პროექტის განხორციელების დეტალებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა დანიელ ბლოხმა დავოსში გამართული შეხვედრისას ისაუბრეს.

Camille Bloch​-მა უკვე დაარეგისტრირა კომპანია საქართველოში და მოიძია 651 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში. აღსანიშნავია, რომ კომპანიის მიზანია, თხილის კულტივაცია ახალი ტექნოლოგიის გამოყენებით განახორციელოს, რასაც, კომპანიის ცნობით, გაზრდილი პროდუქტიულობა, მცენარის გამძლეობისა და მოსავლიანობის ზრდა მოჰყვება. ინვესტიციის ფარგლებში კომპანია 40-მდე ადამიანის დასაქმებას გეგმავს, ასევე აპირებს დასაქმებულთა გადამზადებას და ნოუ ჰაუს გავრცელებას თხილის სხვა მწარმოებლებისთვის,” – აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში. 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close