სამართალი

შსს განცხადებას ავრცელებს

ბოლო პერიოდში, საქართველოს მობილური ოპერატორების ცალკეულ აბონენტებს ,UCKEBA-ს სახელით დაეგზავნათ მოკლე ტექსტური შეტყობინებები, შემდეგი შინაარსით: ,,თქვენ დაჯარიმდით კომენდანტის საათის დარღვევის გამო, ჯარიმის ოდენობა 3000 ლარი. R.M. police.ge”.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ეს მოკლე ტექსტური შეტყობინებები არ არის გაგზავნილი სამინისტროს მიერ და არ შეესაბამება სიმართლეს.

„აღნიშნულ და სხვა ანალოგიურ ფაქტებზე მიმდინარეობს შესწავლა, რომელთაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოჰყვება შესაბამისი რეაგირება“-აცახდებენ შსს-ში.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close