მთავარი»საზოგადოება»შიმშილობის აქცია და მასიური გაფიცვები – რას წერს ბაია პატარაია ფეისბუქის დახურულ ჯგუფში

შიმშილობის აქცია და მასიური გაფიცვები – რას წერს ბაია პატარაია ფეისბუქის დახურულ ჯგუფში

22
გაზიარებები
Pinterest Google+

ბაია პატარაია სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე” არსებულ დახურულ ჯგუფში “თავისუფლების გამავრცელებელი საზოგადოება” წერს:

“ამ ჯგუფში იმდენი ხალხია, მეხუთედმაც რომ იაროს მორიგეობით პერმანენტული გახდება მასშტაბური აქციები. მიუხედავად ამისა, ორგანიზატორებს ვთხოვ დაიწყონ ინტენსიური მსჯელობა პროტესტის გაგრძელების ალტერნატიულ ფორმებზე. ოცნება ისევ გადავიდა ლოდინის რეჟიმში: “მობეზრდებათ, წავლენ”, თუმცა ყოველი ახალი დღე ძალიან ძვირი უჯდებათ, რაც გადასარევია. რა შეიძლება იყოს პროტესტის ალტერნატიული ფორმები, იდეების დონეზე ვწერ: ერთი, ახალგაზრდების მასიური შიმშილობა. ლოდინი ოცნებას აღარ გამოადგება და ჩაერთვება ტაიმერი. ოღონდ გარდა იმისა რომ ძნელია შიმშილობა, ჯანმრთელობასაც აუარესებს და მოკლედ, ჩვენთვისაც “ძვირიანი” ამბავია (ჯანმრთელობას ვგულისხმობ) და რთული. რადიკალური ფორმა კი ნამდვილად არის. (არავის არაფრისკენ მოვუწოდებ, იდეებს ვწერ, გადაწყვეტილებებს ყველა თვითონ იღებს). მეორე, ძალიან ეფექტურია ასევე მასიური გაფიცვები, ან სტრატეგიული ობიექტების გაფიცვები. აქაც მთავრობას აიძულებ, რომ იმოქმედოს და ლოდინის რეჟიმს ვერ შემოგვთავაზებს. მოსინჯეთ ამის ნიადაგი და პროფკავშირებს ესაუბრეთ. ამ პოსტის ქვეშ გთავაზობთ თქვენი იდეების ჩამოყრას. ორი თავი ერთზე უკეთესიაო და ამ ჯგუფში ბევრი ჭკვიანი თავია. იქნებ რამე ეფექტურ და ოპტიმალურ ფორმებს მივაკვლიოთ”.

აქვე გთავაზობთ კომენტარებს, რაც სამომავლო გეგმებს ჰგავს:

* 1 კონკრეტულ დღეს 1 შეთანხმებულ დროს სინქრონული აქცია თბილისი ქუთაისი ბათუმი გორი და აშ სადაც მხარდამჭერები და საორგანიზაციო ჯგუფები არიან.
1) დიდი პერმანენტული აქცია შაბათ-კვირას. გუშინდელივით. 2) მუდმივი აქცია მორიგეობით ოღონდ უკვე 24 საათი. კარვებით. 3) გადაკეტილი რუსთაველი კარვებით. 4) წერტილოვანი დარტყმები 100-200 კაციანი ერთჯერადი მოკლე აქციებით. სირცხვილის კორიდორები პარლამენტში, სახლებთან, შუშის კოლბასთან. სამინისტოსთან, კანცელარიასთან. 5) მოთხოვნების გამკაცრება. 6) ყველას რესურსის ჩართვა. ვის უნდა და ვის არა რეგიონები უნდა ჩაერთოს. ამის რესურსი კი მხოლოდ პარტიებს აქვთ. იმავდროულად რესურსების გადანაწილება აღ. სააართველო თბილისში. დას. საქართველო ქუთაისი, ბათუმი ან ზუგდიდი. მოკლედ ივანიშვილი პირადად უნდა შეწუხდეს. შეკვეთილში, ჭორვილაში, თუ სოლოლაკში. სადაც არ უნდა იყოს პერსონალური დისკომფორტი უნდა იგრძნოს.
* დანაშაულის ანალიზი, მეტი ექსპერტი აქციაზე, ვიდეო პრეზენტაციები, დაზარალებულების ონლაინ ჩართვები, ვიდეორგოლები, მოშიმშილეების ხშირი გაშუქება მეტი არ ვიცი რა შეიძლება დავუპირუსპიროთ ამ აყაყებულ სისტემას 😟 გამომსვლელებს შორის მხარდამჭერი ქვეყნების წარმომადგენლები, მარტო დროშები არ არის საკმარისი
*კარვები, ყველა საინიციატივო ჯგუფი, ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია, ყველა პარტია დგამს თითო კარავს და უზრუნველყოფს მასში მუდმივად ხალხის მორიგეობასაც და სხვა საჭიროებებსაც თავად. ამით 24 საათი გადაკეტილი იქნება რუსთაველი, რაც მეტი დისკომფორტია
გახარია სად ცხოვრობს? მაგის სახლთან აქცია? მისი ოჯახის წევრების “შეწუხება”? ისე რომ არ დაიჭირონ დემონსტრატები.
*როგორც მახსოვს, ბიძინას თვითონ აქვს ნათქვამი, საღამოობით ეზოში ვსეირნობ ხოლმეო. მორიგეობაა დასაწესებელი და რომელიმე სწორი ლოკაციის შერჩევა, საიდანაც დიდი დინამიკით დავყვირებთ ხოლმე, ვთქვათ 6-დან 23:00 მდე კონკრეტულ, მონოტონურად ნათქვამ მოთხოვნას 256060-ის ტონალობის “გადადგეს გახარია” მტერმა მოისმინა.
*თბილისში არსებობს გადასასვლელები სადაც არის შუქნიშნები ღილაკით და არის სისეთიც სადაც არ არის საერთოდ შუქნიშანი. მაგალითად სანაპიროზე. გავნაწილდეთ და გადავიდა გადმოვიდა გადავიდა გადმოვია. მაგრამ ამ ამბავში მთავარია მძღოლები არ გაღიზიანდნენ რადგან ჩავთვალოთ ქუჩა გადაკეტილია თან კანონის სრული დაცვით. გადასასცკელზე იმდენჯერ შემიძლია გადავიდე რამდენჯერაც მინდა.
*მე ადრეც დავწერე, სამსახური კი არა ცხოვრებაა ჩვენი პროტესტი! თუ გინდათ იდეამ გაიმარჯვოს უნდა ისუნთქო მისით და იქცე იდეად! უკიდურესი ფორმაა 7-12მდე კი არა 24/7-ზე იქ იყო, ეს არის ნამდვილი ექსტრემალური რადიკალიზმი და თავდადება! ნუ ყოველდღე სახლში ცოტახნით წახვალ მოწესრიგდები მოხვალ, გავშალოთ კარვები და გვიყუროს მთავრობამ დღე და ღამე… მაგრამ სამსახურები, ოჯახები, ა.შ… ამაზე ბევრი არ დათანხმდება”…
წინა პოსტი

გახსოვთ ეს საღეჭი რეზინა? - „Love is“ ავტორების სევდიანი სიყვარულის ისტორია

შემდეგი პოსტი

„ჯერ ბოდიში მოიხადონ, მერე შესაძლებელია დიალოგი“ - რუსეთის ფედერაციის საბჭოს სპიკერი