მთავარი»საზოგადოება»შესაძლებელია ეს იყოს კორონავირუსი – ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი

შესაძლებელია ეს იყოს კორონავირუსი – ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი

12
გაზიარებები
Pinterest Google+

“არსებობს თეორიული შანსი იმის, რომ მას შესაძლოა ჰქონდეს კორონავირუსი” – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, პაციენტს, რომელიც ინფექციურ საავადმყოფოში გუშინ მოათავსეს, არცერთი ცნობილი ვირუსი არ დაუდგინდა. შესაბამისად არსებობს შანსი, რომ ის კორონავირუსით იყოს დაინფიცირებული.

“24 წლის ახალგაზრდა მამაკაცს, რომლიც ჩინეთიდან ჩამოვიდა, აეროპორტში დაუდგინდა მაღალი სიცხე და ყელის ტკივილი. მამაკაცს ჩაუტარდა რენდგენოლოგიური გამოკვლევა და პნევმონია. ფილტვების ანთება არ დადასტურდა, თუმცა არ დადგინდა რომელიმე ცნობილი ვირუსი. შესაბამისად, არსებობს თეორიული შანსი იმის, რომ მას შესაძლოა ჰქონდეს კორონავირუსი, რომლის იდენტიფიცირება საქართველოში ვერ ხდება”, – აცხადებს ცერცვაძე.

ინფექციური საავადმყოფო პაციენტის მონაცემებს გერმანიაში გადააგზავნის, კონკრეტული დიაგნოზი რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, გუშინ, ინფექციურ საავადმყოფოში, ბოქსირებულ განყოფილებაში რესპირატორული სიმპტომებით ხუთი პაციენტი მოათავსეს. სამი საქართველოს მოქალაქეა, ორი კი ჩინეთის.

უახლესი მონაცემებით ვირუსი ჩინეთის გარდა 18 ქვეყანაში დაფიქსირდა. გარდაცვლილთა რაოდენობა 218-მდე გაიზარდა, ხოლო დაინფიცირებულთა რაოდენობამ 10 ათასს მიაღწია.

fortuna.ge

წინა პოსტი

“რიჩარდ ლუგარი ჩემი მეგობარი იყო, მე შევთავაზე საქართველოში ლაბორატორიის გადმოტანა”

შემდეგი პოსტი

ლაშა ტალახაძის პირველი ოქრო 2020 წელს - ძალოსანი მსოფლიო თასის გათამაშებაზე ჩემპიონი გახდა