Slider

შეამოწმეთ, არიან თუ არა თქვენს მისამართზე რეგისტრირებული უცხო პირები!

 

ამბავი, რომელიც ჩვენს რესპონდენტს გადახდა, შეიძლება ნებისმიერ ჩვენგანს დაემართოს, რადგან 2008 წელს მიღებული კანონი დღემდე ძალაშია. „მინდა „პროგრესნიუსის“ საშუალებით ჩვენს მოქალაქეებს მივმართო – კარგად შეამოწმეთ, არიან თუ არა თქვენს მისამართზე რეგისტრირებული უცხო პირები, თორემ შეიძლება ერთ მშვენიერ დღეს დიდი პრობლემების წინაშე დადგეთ! – ამბობს „ადამიანის უფლებათა დაცვის აქტივისტთა კავშირის“ ლიდერი თამარ დადიანი და თავისი ისტორიის შესახებ გვიყვება:
_  2008 წელს ამოქმედდა კანონი, რომლის თანახმად, ნებისმიერ მოქალაქეს იუსტიციის სახლში ორი ახლობელი ადამიანის დამოწმებით შეუძლია ნებისმიერ მისამართზე დარეგისტრირება, ისე, რომ სახლის პატრონს არ იცნობდეს. მაგალითად, მე გავიგე თქვენი მისამართი და მინდა ამ მისამართზე დავრეგისტრირდე. საერთოდ არაფერს გკითხავთ, იუსტიციის სახლში ორ ახლობელს მივიყვან, დავიმოწმებ, რომ თქვენთან ბოლო სამი თვის განმავლობაში ვცხოვრობ და დავრეგისტრირდები ისე, რომ ვერაფერს გაიგებთ.  ახლობელიც არაა საჭირო. თუ ადამიანს მორალი არ გააჩნია, შეუძლიათ ნებისმიერს გადაუხადოს თანხა, გამოიყენოს მოწმედ და ნებისმიერ ბინაში ჩაეწერება.
_ მისამართზე დარეგისტრირება  ქონებაზე პრეტენზიის უფლებას გაძლევთ?
_ ქონებრივი პრეტენზია ვერ მექნებათ, მაგრამ თუ მოვინდომე და დამატებითი ინფორმაცია მივაწოდე, ოჯახის წევრად აღიარებას მოვახერხებ, რაც ძალიან დიდ პრობლემებს შეგიქმნით. რამდენიმე თვის წინ დაახლოებით ასეთ მდგომარეობაში აღმოვჩნდი, ოღონდ ერთი განსხვავებით – მეზობელს, რომელმაც სახლი გაყიდა, თავად დავთანხმდი, რომ დროებითი რეგისტრაცია მიმეცა. მისი შვილი საზღვარგარეთ მიდიოდა და მისამართზე რეგისტრაციის გარეშე პასპორტს ვერ აიღებსო. დავეხმარე, მაგრამ აღმოჩნდა, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ, ვიღაცეების (სავარაუდოდ პოლიციის) დახმარებით,  დროებითი რეგისტრაცია მუდმივით შეცვალა.
_ ეს როგორ გაიგეთ?
_ ალბათ დიდხანს ვერ გავიგებდით, რომ საარჩევნო სიაში არ შეეყვანათ და მის სახელზე ბიულეტენი არ მოსულიყო.  ამაზე ატყდა დიდი ამბავი. წარმოიდგინეთ, ადამიანი რეალურად არ ცხოვრობს და საარჩევნო ბიულეტენი მოსდის.
_ თუ ქონებაზე პრეტენზიები არ ჰქონდა, ამ რეგისტრაციამ თქვენ რა პრობლემები შეგიქმნათ?
_ მუდმივი რეგისტრაციის შემდეგ მისი უფლებები გაიზარდა. კერძოდ, სახლის გაყიდვას მისი თანხმობის გარეშე ვერ შევძლებდი. რაც მთავარია, მე საბურთალოზე,კერძო სახლში ვცხოვრობ. ჩვენთან ხშირად მოდიან ინვესტორები და ჩვენი სახლის ადგილზე ახალი კორპუსის აშენებას გვთავაზობენ.  მუდმივი ჩაწერის შემთხვევაში ინვესტორი საჯარო რეესტრიდან მონაცემებს ამოიღებს და ნახავს, რომ ჩემს მისამართზე სამი ადამიანია რეგისტრირებული, ანუ სახლის აშენების შემთხვევაში წილში ჩამიჯდება. მუდმივმა ეს განსაზღვრა.
_ ბინის მესაკუთრეს მის მისამაართზე რეგისტრირებული ადამიანის ამოწერა ხომ შეუძლია?
_  შეუძლია, თუ დროულად გაიგო და მანამდე არ დაზარალდა. ჩემს შემთხვევაში, ჩემს მისამართზე რეგისტრირებულმა ადამიანმა ბანკიდან დიდი თანხა გამოიტანა, რომელიც არ გადაიხადა. როცა პროცენტები გაიზარდა,  ატყდა ჩემს ტელეფონზე ბანკიდან რეკვები. ამ პიროვნებას კითხულობდნენ და მაშინ გავიგე, რომ „საქართველოს ბანკის“ ვალი ჰქონდა.  ჩვენ ავუხსენით, რომ ეს ფორმალური მიწერაა და არავითარი საფუძველი არა აქვს, მაგრამ ბანკმა მაინც საფინანსოს გადასცა, სადაც დიდი ომი გადავიტანეთ. მონაცემთა ბაზაში შევიდნენ და მაშინ საარჩევნო სიაში რატომ არისო? ჯერ ბანკს გავაგებინეთ, რომ ამ ადამიანს დიდი ხანია არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია და საერთოდ, ქონებასთან კავშირი არა აქვს. მერე იუსტიციის სამინისტროს ვთხოვეთ, რომ ამ ადამიანისთვის რეგისტრაციის ნომერი გაეუქმებინა თქო. იუსტიციის მოგვთხოვა  განცხადება, ჩვენი და მეზობლების პირადობის მოწმობები და კომუნალური გადასახადების ქვითარი, სადაც საბედნიეროდ, ეს ადამიანი სულადობაში ჩანდა და ამან გადაგვარჩინა. იმაზე აღარაფერს ვიტყვი, რომ რეგისტრაციის გაუქმება თანხებთან არის დაკავშირებული, რადგან სასამართლოში სირბილს გადავრჩი.
ჩვენი ორგანიზაციის თანამშრომელს მეზობელმა ზუსტად ასე, მზაკვრულად წაართვა 2008 წელს  მამა-პაპის დანატოვარი ეზოს ნაწილი და იურიდიულად გადაიფორმა. ამ ადამიანს ახლა უწევს სასამართლო დავა, რომელიც საკმაოდ ძვირი ჯდება და წარმოიდგინეთ, რამდენმხრივი ზარალია. სახელმწიფომ ამ პრობლემის შესახებ მშვენივრად იცის, მაგრამ კანონს იმავე მიზეზით არ ცვლის, რა მიზეზეთაც 2008 წელს შეიქმნა.  მისამართზე რეგისტრაციის გარეშე ადამიანი არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს, ამიტომ სადმე უნდა იყოს მიწერილი, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს. ამიტომ გახშირდა ასეთი შემთხვევები და უფრო და უფრო მეტ ადამიანს ექმნება პრობლემა. მინდა „პროგრესნიუსის“ საშუალებით ჩვენს მოქალაქეებს მივმართო – კარგად შეამოწმეთ, არიან თუ არა თქვენს მისამართზე რეგისტრირებული უცხო პირები, თორემ შეიძლება ერთ მშვენიერ დღეს დიდი პრობლემების წინაშე დადგეთ!

2011 წელს სა­მო­ქა­ლა­ქო რე­ესტრის სა­­გენ­ტო მო­ქა­ლა­ქე­ებს ფაქ­ტობ­რივ სა­ცხოვ­რე­ბელ მი­სა­მარ­თზე და­რე­გის­ტრი­რე­ბის­კენ მო­­წო­და. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში იუ­რი­დი­­ლი მი­სა­მარ­თი­დან მო­ხსნით დაემუქრა, რაც პი­რა­დო­ბის მოწ­მო­მე­ბის გა­უქ­მე­ბას იწ­ვევს. სა­მო­ქა­ლა­ქო რე­ესტრის სა­­გენ­ტომ მოთხოვნა იმით ახსნა, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ უნდა იცო­დეს, რა მი­სა­მარ­თზე იმ­ყო­ფე­ბა მისი მო­ქა­ლა­ქე და სად მო­ძებ­ნოს. მო­ქა­ლა­ქე, რო­მე­ლიც ექვს თვე­ზე მე­ტია, ახალ მი­სა­მარ­თზე ცხოვ­რობს, ვალ­დე­ბუ­ლია, ამ მი­სა­მარ­თზე და­რე­გის­ტრირ­დეს, იმის მი­­ხე­და­ვად, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი მისი სა­კუთ­რე­ბაა თუ არა. სა­ხელ­მწი­ფოს უნდა ჰქონ­დეს ინ­ფორ­მა­ცია, სად ცხოვ­რობთ. ელე­მენ­ტა­რუ­ლად სა­გა­და­სა­ხა­დო­დან უნდა მო­გი­ვი­დეთ შე­ტყო­ბი­ნე­ბა, არ­ჩევ­ნებ­ზე, სა­სა­მარ­თლო­ზე. სად მოგ­ძებ­ნით, სად გე­კონ­ტაქ­ტოთ, სად გა­მო­გიგ­ზავ­ნოთ წე­რი­ლი. ლე­გი­ტი­მუ­რია მო­თხოვ­ნა, რომ სა­დაც ცხოვ­რობ, შე­იძ­ლე­ბა, შენი სა­კუთ­რე­ბა არ არის, მაგ­რამ იქ გა­­­რე რე­გის­ტრა­ცია და სა­კუთ­რე­ბა­ში არა­ვინ შე­გე­ცი­ლე­ბა” – გა­ნა­ცხა­და სა­მო­ქა­ლა­ქო რე­ესტრის სა­­გენ­ტოს უფროსის მოადგილემ გიორგი გაბ­რი­­ლაშ­ვილ­მა.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close