საზოგადოება

საჭიროა პრეზიდენტთან შეიქმნას საბჭო, სადაც აუცილებლად იქნებიან ჩართულნი დიასპორის წარმომადგენელი ემიგრანტები

“დღეს მართლაც სამწუხარო და ტრაგიკული ფაქტი მოხდა ათენში, სადაც ჩვენი თანამემამულე საზარელი შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა.
მინდა გულითადად მივუსამძიმრო გარდაცლილის ოჯახს და თითოეულ ჩვენს ემიგრანტ თანამემამულეს და განსაკუთრებით მათ, რომლებიც მის მსგავსად არიან დასაქმებულები სამედიცინო დაწესებულებებში.
ეს ფაქტი კიდევ ერთხელ გვაფიქრებს თუ რაოდენ მძიმე და თავდადებულ შრომასთან არის ჩვენი თანამოქალაქეების დასაქმება უცხოეთში ,მით უფრო მაშინ როდესაც არალიცენზირებულად და არალეგალურად უწევთ მუშაობა საკუთარი ახლობლების და ოჯახის წევრების დასახმარებლად , ვფიქრობ ყველაფერი უნდა გაკეთდეს რომ მომავალში მაინც ავიცილოთ მსგავსი ფაქტები და ასე არაფრის გამო არ დავკარგოთ ჩვენი ემიგრანტი თანამემამულეები.
ვფიქრობ გადაუდებლად საჭიროა შეიქმნას საბჭო, თუნდაც საქართველოს პრეზიდენტთან და მისი მეთვალყურეობით, სადაც აუცილებლად იქნებიან წარმოდგენილები დიასპორის წარმომადგენელი ემიგრანტები და დასვამენ საკითხებს და მოძებნიან გზებს ჩვენი ემიგრანტებისთვის რეალური ინტერესების შესაბამისად , თუნდაც მსგავსი შემთხვების თავიდან ასაცილებლად.
ღმერთმა კი ნათელი დაუმკვიდროს მას !” – ასე გამოეხმაურა ემიგრანტი ავთანდილ გიუნაშვილი ატენში მომხდარ ტრაგედიას. 

შეგახსენებთ, რომ ქართველი ქალის მცდელობა, რომ საავადმყოფოში შესულ კონტროლის სამსახურს გაქცეოდა, ტრაგიკულად დასრულდა.

ბერძნული მედიის დრეს მთელი დღეა ამ ინფორმაციას ატრიალებს,  50 წლის ქართველი ქალი საავადმყოფოში ექთნად არალეგალურად მუშაობდა (ე.წ. “აპოკლისტიკი”). როდესაც იქ შემოწმებაზე შევიდნენ, ძალიან შეეშინდა და იფიქრა, რომ ფანჯრიდან გადახტომით უშველიდა თავს. ის პირველი სართულიდან გადახტა და გარდაიცვალა. როგორც მედია წერს, მას ღამეში 30 ევროს უხდიდნენ, რათა პაციენტისთვის მოვლო, თუმცა, ლიცენზირებული ექთანი არ იყო. ფანჯარაზე ასული ქართველი ქალი პაციენტებმა დაინახეს:“ის ძალიან შეშინებული იყო. როდესაც მიხვდა, რომ შემოწმებაზე მოვიდნენ, კონტროლის თავიდან არიდება უნდოდა, მაგრამ არ იცოდა, სად წასულიყო. უცებ ფანჯრიდან გადახტა და იფიქრა, რომ გადარჩებოდა. ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. იქამდე ის გვესაუბრა და გვითხრა, რომ საქართველოდან იყო. მას არ ჰქონდა ექთნად მუშაობის უფლება და სწორედ ამიტომ შეეშინდა ასე ძალიან” – ამბობენ ისინი. ΠΟΕΔΗΝ-ის ხელმძღვანელი, მიხალის იანაკოსი აცხადებს, რომ საავადმყოფოებმა შესაბამისი ზომები უნდა მიიღონ, რათა საჭირო არ იყოს სხვა ადამიანების დაქირავება პაციენტების მოსავლელად.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close