Uncategorized

სასწაულებრივი ტრანსფორმაცია: გოგონამ 200 კილო დაიკლო

28 წლის ამერიკელი ემბერ რაშდი ოთხი წლის წინ 298 კგ-ს იწონიდა. დღეში 5-ჯერ ნოყიერი სადილი ვეებერთელა პორციებით და კილოგრამობით ტკბილეული მისთვის ჩვეული რაციონი იყო.

ემბერს საკუთარი წონდა სრულიად უმწეოს ხდიდა. მას არ შეძლო დამოუკიდებლად ელემენტარული მოქმედებების შესრულება, გარეთ გასვლა. ამის გამო კოლეჯში სწავლაც მიატოვა. ექიმებს მისთვის საშინელი პროგნოზი ჰქონდათ: თუკი ცხოვრების წესს არ შეიცვლიდა, 30 წლამდე ვერ მიაღწევდა!

მაშინ გოგონა მხოლოდ 23 წლის იყო. რაშდიმ გადაწყვიტა, მისულიყო TLC-ის რეალითიშოუში „My 600-lb Life“. სასწაულებრივი ტრანსფორმაცია 2014 წლიდან დაიწყო. კოლეჯის მეგობრებსა და მასწავლებლებს არ სჯეროდათ, რომ ემბერი ოდესმე დაუბრუნდებოდა კოლეჯს და ნორმალურ ცხოვრებას.
მისი მხოლოდ შეყვარებულს სჯეროდა.

ტელეგადაცემის ექსპერტებმა შეუდგინეს დიეტა, ასევე გოგონას გაუკეთეს კუჭის დაპატარავების ოპერაცია. ამ ხნის განმავლობაში შეყვარებული გვერდიდან არ მოსცილებია.
ასეთი ძალისხმევის შედეგად ემბერმა 198 კილო დაიკლო!
წონის დაკლებას, რა თქმა უნდა, ზედმეტი კანის მოსაშორების ოპერაციაც მოჰყვა.

ემბერმა დაამთავრა კოლეჯი და სამსახურიც იშოვა.

აი, მეგობარმა ბიჭმა კი მიატოვა. როგორც ჩანს, ვერ შეგუა იმ ფაქტს, რომ ემბერს უკვე მის დაუხმარებლად შეეძლო ცხოვრება, გადაადგილება. ალბათ, კონკურენტებისაც შეეშინდა, რადგან მისი გოგო ნელ-ნელა დედოფალს ემსგავსებოდა. თუმცა, როგორც ჩანს ემბერს ახალი რჩეული ჰყავს – რამოდენიმე ხნის წინ გოგონამ ინსტაგრამზე ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ხელზე ნიშნობის ბეჭედი უკეთია.

ამჟამად ემბერ რაშდის წონა 100 კგ-ს ჩამოსცდა, საბოლოო მიზნად კი 70 კილოგრამი აქვს დასახული. მიუხედავად სასწაული ტრანსფორმაციისა, ემბერი მუდმივად მუშაობს საკუთარ თავზე და აგრძელებს ფსიქოლოგთან სიარულს, რადგან ჭარბი წონის მიზეზი ხშირად დეპრესიაა.

 

funtime.ge

 

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close