მთავარი»სამართალი»სასამართლომ გიორგი მამალაძისთვის სასჯელის გადავადების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა

სასამართლომ გიორგი მამალაძისთვის სასჯელის გადავადების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა

2
გაზიარებები
Pinterest Google+

თბილისის საქალაქო სასამართლომ მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძისთვის სასჯელის გადავადების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

სხდომა ნომერ 18-ე მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში ჩატარდა და გადაწყვეტილება მოსამართლე ლილი მსხილაძემ მიიღო.

პენიტენციური სამსახურის იურისტის განმარტებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ამასთან, მოსამართლემ არ გაიზიარა დაცვის მხარის შუამდომლობა პროცესის გადადებასთან დაკავშირებით. გიორგი მამალაძის უფლებადამცველის, ქეთევან ჩუთლაშვილის განმარტებით, წინა პროცესზე მოითხოვეს ნარკომანიისა და პრევენციის ცენტრს წარმოედგინა მათ მიერ ჩატარებული ექსპერტიზის შესახებ ერთ ერთი დოკუმენტი. სასამართლომ აღნიშნული შუამდგომლობა დააკმაყოფილა, თუმცა დაცვის მხარის დოკუმენტი არ მიუღია, რის გამოც დაცვის მხარე საქმის განხილვის გადადებას მოითხოვდა.

რაც შეეხება დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობას. ჩუთლაშვილის გაცხადებით, დეკანოზის მდგომარეობა მძიმეა, მას პარალიზებული აქვს მარჯვენა ზედა და ქვედა კიდური.

დეკანოზ მამალაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ ცხრაწლიანი პატიმრობა 2017 წლის 5 სექტემბერს მიუსაჯა. მას ბრალად პატრიარქ ილია მეორის მდივან–რეფერენტის მკვლელობის მცდელობა დაუმტკიცდა.

მამალაძე თავდაპირველად ბრალდებული იყო მკვლელობის მომზადებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვაში, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას ვადით შვიდიდან 15 წლამდე. მოგვიანებით, პროკურატურამ მამალაძეს ბრალი დაუმძიმა, განზრახ მკვლელობის მომზადება ანგარებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებდა 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. საბოლოოდ, სასამართლომ ისევ გადააკვალიფიცირა მუხლი და სწორედ მკვლელობის მომზადებაში ცნო დეკანოზი დამნაშავედ. 2018 წლის 13 თებერვალს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ გიორგი მამალაძის მიმართ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და დეკანოზი გიორგი მამალაძე დამნაშავედ ცნო. თავად დეკანოზი მამალაძე ბრალს არ აღიარებს.

წინა პოსტი

„სასწრაფოდ უნდა მოხდეს მუზეუმებიდან ხატების ტაძრებში გადაბრძანება, ამ განსაცდელის დროს გვჭირდება მათი შემწეობა“

შემდეგი პოსტი

"ხალხს აძლევენ ფულს, რომელიც ბუნებაში არ არსებობს და არარსებულ ფულზე უნდათ კიდე პროცენტები დაარიცხონ"