მთავარი»ეკონომიკა»საქართველოში წარმოებული პირბადეების პირველი პარტია ხვალისთვის მზად იქნება

საქართველოში წარმოებული პირბადეების პირველი პარტია ხვალისთვის მზად იქნება

8
გაზიარებები
Pinterest Google+

საქართველოში პირბადეების წარმოება დაიწყო. როგორც სამკერვალო ფაბრიკა „აჭარა ტექსტილის” ფინანსურმა დირექტორმა, გია ლომინაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, პროდუქციის პირველი პარტია მზად ხვალ იქნება.

„ნედლეული მიღებული გვაქვს და დავიწყეთ წარმოება. ხვალ დილიდან უკვე შეგვიძლია მზა პროდუქცია მივაწოდოთ ეკონომიკის სამინისტროს“,-აღნიშნა გია ლომინაძემ.

მისივე თქმით, კომპანიამ ეკონომიკის სამინისტროს სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, 500 000 პირბადის უსასყიდლოდ დამზადება შესთავაზა.

ipn.ge

წინა პოსტი

კორონავირუსმა ბრიტანეთში მოღალატე ქმარი გამოავლინა

შემდეგი პოსტი

პოლიცია ეძებს ევროპიდან დაბრუნებულ მამაკაცს, რომელიც სამარშრუტო ტაქსიდან გაიქცა