ეკონომიკა

საქართველოში საწვავის ფასმა რამდენიმე თეთრით მოიმატა

 

საქართველოოში საწვავი გაძვირდა. ფასმა თითქმის ყველა ბენზინგასამართ სადგურზე რამდენიმე თეთრით მოიმატა. ნავთობიმპორტიორები და ექსპერტები ბენზინისა და დიზელის ფასის მატებას სხვადასხვა ფაქტორს უკავშირებენ.

„ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის“  ხელმძღვანელი ვანო მთვრალაშვილი ფასების ზრდას  საერთაშორისო ბაზარს და ლარის გაუფასურებას  უკავშირებს და “პრაიმტაიმთან“ საუბარში აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი ლარი არ გამყარდა, საწვავის ფასები კიდევ უფრო მოიმატებს.

“ფასების ზრდა პირველ რიგში განპირობებულია იმით, რომ ზოგადად საერთაშორისო ბაზარზე ფასები არის გაზრდილი, თუმცა ჩვენთან ამას ლარის გაუფასურებაც ემატება. ქვეყნის შეიგნით ლარის გაუფასურება გახდა დამატებითი ფაქტორი, რის შემდეგაც ფასებმა უფრო მეტად დაიწყო ზრდა. ჩვენი დაკვირვებით, საერთაშორისო ფასების შემცირების ტენდენცია ჯერ არ შეინიშნება და თუ,  ლარიც არ გამყარდა ფასები კიდევ უფრო მოიმატებს,“- აცხადებს ჩვენთან საუბრისას ვანო მთვრალაშვილი.

პრაიმტაიმი

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close