Slider

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 23-მდე გაიზარდა

საქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ რვა ახალი შემთხვევა დადასტურდა. ჯამში, ამ დროისთვის საქართველოში ვირუსი 23 ადამიანს აქვს.

მონაცემები საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე – stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

წინა მონაცემებით, დადასტურებული იყო კორონავირუსის 15 ფაქტი.

ამასთან, კარანტინის რეჟიმში – 126, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი, 46 ადამიანი იმყოფება.

საქართველოში ახალი კორონავირუსის ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ვირუსი დაუდგინდა საქართველოს მოქალაქეს – 50 წლის მამაკაცს, რომელიც აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. ამასთან, კორონავირუსის შემდეგი შემთხვევები იტალიიდან დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეებს უკავშირდება.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close