საზოგადოება

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 91-ე შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 91-მდე გაიზარდა. ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 4717 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 268 პაციენტი რჩება.

კორონავირუსისგან ჯამში 18 ადამიანი განიკურნა. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close